• რეკლამა
  • კონტაქტი
08:56, ხუთშაბათი, 11 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვეუბნებოდი რუს მწერლებს: არა გრცხვენიათ?” – აშშ-ში ცნობილი ჟურნალისტი მელორ სტურუა გარდაიცვალა

ალია ავტორი - ალია
15:39 06-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

შეერთებულ შტატებში, 94 წლის ასაკში, ლეგენდარული საბჭოთა და რუსი საერთაშორისო ჟურნალისტი, პოლიტიკური დამკვირვებელი მელორ სტურუა გარდაიცვალა. ამის შესახებ RBC- ს რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის ხელმძღვანელმა ვლადიმერ სოლოვიევმა განუცხადა.

მელორ სტურუა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს მეთაურის, გეორგი სტურუას ვაჟი იყო.მან ჟურნალისტური მოღვაწეობა “იზვესტიაში” დაიწყო. მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ლონდონში და ვაშინგტონში. ინტერვიუ აქვს აღებული აშშ-ს პრეზიდენტ დუაით ეიზენჰაუერთან.

სსრკ დაშლის შემდეგ, სტურუა იყო ამერიკის რიგი უნივერსიტეტების მკვლევარი, მუშაობდა “მოსკოვსკი კომსომოლეცის” პოლიტიკურ მიმომხილველად

მელორ სტურუა 2001 წელს “კვირის პალიტრასთან” ამბობდა:

ჩემი რესპონდენტები ყოფილან სახელმწიფო მოღვაწეები, მეფეები, დედოფლები, კინოვარსკვლავები, მწერლები და მათ შორის სილამაზის ნამდვილი კონკურსის დედოფლებიც აშშ-ში… ჩერჩილი მისისიცოცხლის უკანასკნელ წელს ვნახე რამდენჯერმე, როცა ის უკვე მძიმე ავადმყოფი გახლდათ და თავისი ლონდონის ბინის ფანჯრიდან ესალმებოდა ხოლმე საგანგებოდ მის სანახავად მისულ უამრავ ხალხს. მე გახლდით იმ ჟურნალისტთა შორის, რომლებსაც ჩერჩილის პირადმა ექიმმა იმავე ბინასთან ოფიციალურად გვამცნო ამ დიდი პოლიტიკური მოღვაწის გარდაცვალების შესახებ. ასევე დავესწარი ჩერჩილის გრანდიოზულ პანაშვიდს ვესტმინსტერ-ჰოლში… ვიცნობდი და ჩემი რესპონდენტები ყოფილან დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ვილსონი, ვივიენ ლი, ლოურენს ოლივიე… არ დამავიწყდება ვივიენ ლის გარდაცვალებაც, როცა მასთან ხუთი წლის წინ გაყრილი და იმჟამად საავადმყოფოში მწოლიარე ლოურენს ოლივიე მივიდა მის ბინაში და რამდენიმე საათის განმავლობაში ღებულობდა სამძიმარს! 1917 წლის რუსეთის დროებითი მთავრობის თავმჯდომარეს, კერენსკის კი უკვე აშშ-ში შევხვდი და დიდხანს ვესაუბრე. ინტერვიუ არ ამიღია, რადგან ვინ გაბედავდა “იზვესტიაში” მის დაბეჭდვას 1969 წელს?! კერენსკი უკვე 84 წლის იყო. საინტერესოა, რომ ჩემთან საუბარში ლენინს უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა, მაშინ როცა, სტალინს აქებდა, როგორც ჰიტლერთან ომის მომგებს, თუმცა აცხადებდა, რომ საბჭოთა კავშირი უეჭველად დაიშლებაო. ამ ხნის კაცი ისე გარდაიცვალა, არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ მიუღია. იმედი ჰქონდა, რომ ოდესღაც აუცილებლად დაბრუნდებოდა რუსეთში. ასევე კარგად ვიცნობდი ჯონ ლენონს, რომელსაც ნიუ-იორკში ხშირად ვხვდებოდი ხოლმე სხვადასხვა წვეულებაზე. დავსწრებივარ ლეგენდარულ ბრძოლებს მუჰამედ ალის, ფრეზერის, ფორმენის მონაწილეობით. სწორედ ამ ბრძოლებისას გავიცანი როკი მარჩიანოც, რომელიც საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა მატჩებს კრივში და, რომელი ერთი გითხრათ კიდევ…

– საქართველოში უკანასკნელ პერიოდამდე იმედი ჰქონდათ ე.წ. დემოკრატიული რუსეთისა, ბევრი დღესაც ამ ილუზიით იკვებება… გჯერათ ამ ე.წ. რუსი დემოკრატების პოზიციის შეცვლისა საქართველოსთან მიმართებაში?

– დავიწყოთ იმით, რომ ამ ხალხს სძულდა სტალინი და მათ მიერვე ამ ქართველ კაცთან ასოცირებული საქართველოც!
საქართველო მოჩანდა, როგორც რუსეთის ყველაზე ერთგული მოჯამაგირე, ანუ როგორც ქართველი გენერლები ემსახურებოდნენ რუსეთის მეფეებს, ასევე ქართველი კომუნისტებიც ემსახურებოდნენ კრემლს. სტალინის და ბერიას ქართველობაც დამატებით ამწვავებდა ვითარებას
. გავიხსენოთ ქართველი მწერლებიც, რომლებსაც შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ რუსეთის მწერლებთან და ეს ვერ გამოიყენეს საქართველოს სასიკეთოდ. ეს იმიტომ მოხდა, რომ არაკრიტიკულად ვუდგებოდით ამ ურთიერთობებს და ველაქუცებოდით მათ. ჩამოვიდოდა თბილისში ვიღაცა და გაუთავებელ ბანკეტებს, საჩუქრებს არ ვიშურებდით. ვეუბნებოდი რუს მწერლებს: არა გრცხვენიათ? თქვენი წიგნები მილიონობით ტირაჟით გამოდის, ქართველები კი, რომელთა წიგნები მცირე ტირაჟით გამოიცემა, იმ ჰონორარსაც თქვენ გახარჯავენ. მეტიც, ჩამოდიან მოსკოვში საკუთარი პურმარილით, აქაც გმასპინძლობენ და რესტორნებშიც თვითონ იხდიან ფულს! ნამუსი არა გაქვთ? ერთხელ მაინც გაიკარით ჯიბეზე ხელი-მეთქი!

– ვის ეუბნებოდით, ევტუშენკოს, ვოზნესენსკის, ახმადულინას?

– ევტუშენკოსაც, ვოზნესენსკისაც და სხვებსაც. ისინი კი, გაიძახოდნენ… მერე გადავიხდითო (!), მაგრამ ფულის გადახდა კი არ იყო მთავარი, არამედ პრინციპი: როგორ შეიძლებოდა თბილისშიც და მოსკოვშიც ქართველები ყოფილიყვნენ მასპინძლები! ასე გრძელდებოდა ათწლეულობით და რუსებიც შეეჩვივნენ ჩვენს მოჯამაგირეობას. შედეგად რაც მივიღეთ, ცნობილია…

თეგები: მელორ სტურუა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად
ახალი ამბები

მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად

21:19 09-10-2025
Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა
ახალი ამბები

Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა

15:48 09-10-2025
თიბისის მხარდაჭერით შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2025 იწყება!
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2025 იწყება!

14:26 09-10-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, სექტემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, სექტემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:27 09-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved