• რეკლამა
  • კონტაქტი
02:23, პარასკევი, 24 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ იწყევლებოდნენ 2300 წლის წინათ ძველი ათენელები – არქეოლოგიური მტკიცებულება

ალია ავტორი - ალია
12:25 06-02-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
78

2300 წლის კერამიკის ქილა, რომელიც ქათმის დანაწევრებული ძვლებით არის სავსე, სავარაუდოდ, უძველესი წყევლის შემადგენელი ნაწილი იყო, რომელსაც ძველი ათენის 55 მკვიდრი უნდა მოეკლა ან დაეტანჯა. არქეოლოგთა განცხადებით, აღმოჩენა კიდევ ერთხელ მიუთითებს, როგორ ცდილობდნენ ამ ქალაქში ჯადოს გამოყენებას.

კერამიკის ქილა და მონეტა აგორას კლასიკური სავაჭრო შენობის იატაკის ქვეშ აღმოაჩინეს, რომელსაც უძველესი ხელოსნები იყენებდნენ.

„ქილაში მოთავსებული იყო ქათმის დანაწევრებული თავის და ქვედა კიდურები“, – ამბობს იელის უნივერსიტეტის პროფესორი ჯესიკა ლამონტი.

იმ დროისათვის, ძვ. წ. დაახლოებით 300 წელს, იმ ადამიანებმა, რომლებმაც ეს ჯადო გააკეთეს, ქილაში ასევე მოათავსეს მოზრდილი რკინის ნალი.

„ქილის გარე ნაწილი თავდაპირველად წარწერებით ყოფილა დაფარული; ეწერა 55 ადამიანის სახელი, მაგრამ ბევრი მათგანი ძლივსღა იკითხება“, – წერს ლამონტი.

მისივე განცხადებით, ნალი და ქათმის ძვლები, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ჯადოში. ნალები ხშირად გვხვდება უძველეს წყევლებში და განასახიერებდა წყევლის ადრესატის პარალიზებას.

დაკვლისას ქათამი 7 თვის უნდა ყოფილიყო. როგორც ლამონტი აღნიშნავს, წყევლის ავტორებს, სავარაუდოდ, სურდათ, რომ იმ ადამიანებს, რომელთა სახელებიც ქილაზე ეწერა, გადასცემოდათ ქათმის უმწეობა და საკუთარი თავის დაცვის უუნარობა.

ქილაში ქათმის თავი და ფეხები ერთმანეთში იყო გადაგრეხილი. მკვლევართა აზრით, წყევლის ავტორებს მიაჩნდათ, რომ ადრესატები საკუთარი სხეულის სწორედ ამ ნაწილების გამოყენების უნარს დაკარგავდნენ.

ქილაზე გაკეთებული ხელნაწერის სტილი მიუთითებს, რომ სახელები, სულ მცირე, ორი ადამიანის მიერ არის დაწერილი და, როგორც ჩანს, მათ აშკარად კარგად უნდა სცოდნოდათ, როგორ გაეკეთებინათ ძლიერი წყევლა.

უცნობია, რა მიზნით უკეთებდნენ ისინი ამ ადამიანებს ჯადოს, მაგრამ შესაძლოა ადგილი ჰქონდა სამემკვიდრეო დავას.

ძველ ათენში ამ საკითხზე ხშირად იმართებოდა სასამართლო პროცესები. ქილის აღმოჩენის ადგილი – ხელოსნების შენობა – მიუთითებს, რომ შესაძლოა საქმე ეხებოდა სამუშაო შენობისათვის დავას.

„ჯადო შეიძლება იმ ხელოსნებმა გააკეთეს, რომლებიც თავად ამ სამრეწველო შენობაში მუშაობდნენ და კონფლიქტი ჰქონდათ“, – ამბობს ლამონტი.

შესაძლებელია ისიც, რომ ჯადო დაკავშირებული იყო სულ სხვა უთანხმოებასთან. ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ მისი იმპერია დაემხო და მისმა გენერლებმა ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყეს.

როგორც ისტორიული ჩანაწერები აჩვენებს, იმ დროისათვის ათენზე კონტროლზე დასამყარებლად რამდენიმე დაჯგუფება იბრძოდა.

ქილა 2006 წელს აღმოაჩინეს, მაგრამ იელის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯესიკა ლამონტმა მისი ანალიზი და გაშიფვრა ახლახან დაასრულა.

კვლევა ჟურნალ Hesperia-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში

13:18 04-23-2026
გორგიამ და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
ახალი ამბები

გორგიამ და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს

13:07 04-23-2026
სილქნეტი აგრძელებს პროექტის “მსახიობები ლიტერატურისთვის” მხარდაჭერას
ახალი ამბები

სილქნეტი აგრძელებს პროექტის “მსახიობები ლიტერატურისთვის” მხარდაჭერას

12:30 04-22-2026
„გააცოცხლე“ – თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ახალი ამბები

„გააცოცხლე“ – თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა

12:06 04-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved