• რეკლამა
  • კონტაქტი
21:48, ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

1-ლი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა

ალია ავტორი - ალია
10:51 06-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

1-ლი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის და ვაკის რაიონის გამგეობის ერთობლივი ორგანიზებით, თბილისში, მზიურის პარკში, დაგეგმილია სხვადასხვა სახის ბავშვთა გასართობი ღონისძიება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აქტივობები რამდენიმე ლოკაციაზე 16:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში გაიმართება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სცენაზე წარმოდგენილი იქნება საბავშვო სტუდიების კონცერტი, თოჯინების თეატრის წარმოდგენები ბავშვებისთვის და ზღაპრის გმირების მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა გასართობი აქტივობები. დღის განმავლობაში ღონისძიებები განხორციელდება ღია სივრცეში.

აგრეთვე, 1-ელ ივნისის ღონისძიების მიმდინარეობისას, თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ფარგლებში, გაიმართება საბავშვო ლიტერატურისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, მეზღაპრის კუთხე და სხვადასხვა აქტივობა.

„მთელი დღის განმავლობაში, ბავშვებს სხვადასხვა სახის ტკბილეული უფასოდ გადაეცემათ, მათ განწყობაზე კი ზღაპრის გმირები იზრუნებენ.

დასწრება თავისუფალია.

დღის პროგრამა:

მეზღაპრის კუთხე : (15:00-19:00 საათამდე)

მოეწყობა ლამაზი კუთხე ბავშვებისათვის. ქართველი მსახიობები ბავშვებს წაუკითხავენ ზღაპრებს და გამართავენ მცირე პერფორმანსებს.

ხატვის კუთხე: (15:00-20:00).

დიდი ზომის გასაფერადებელი გაიშლება პარკის ერთ-ერთ სივრცეში და ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, გააფერადონ თავიანთი საყვარელი გმირები.

საბავშვო ლიტერატურისა და ნივთების გამოფენა-გაყიდვა (13:00-20:00).

სცენა (16:00-19:00)

• საბავშვო სტუდიების კონცერტი

• თოჯინების წარმოდგენა

• საპნის ბუშტების შოუ

• ილუზიონისტის შოუ

• ახალგაზრდული ბიგ-ბენდი

• DJ

საბავშვო-გასართობი აქტივობები: (16:00-20:00 საათამდე)

• ზღაპრის გმირები

• ტიტანის რობოტების შოუ

• დრამერების სვლა

• საცირკო სანახაობა

• პარაშუტი

• ქიმიური ლაბორატორია

• რგოლის სროლა მიზანში

• ბურთის სროლა მიზანში

• მაგნიტური დართსი

• მინიგოლფი

• ლაბირინთი ვერტიკალური

• ლაბირინთი ჰორიზონტალური

• მხიარული სტარტები

კვების ზონა (13:00-20:00)

ფოტო ზონა-გიფერი (15:00-20:00)“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ომი მწერებთან და ბრძოლის წინა ხაზი – რა ნიშნით უნდა შეარჩიო მწერებისგან დამცავი ბადე?

14:38 07-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა

13:59 07-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved