„კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შესვლა/არშესვლის საკითხზე Facebook-ზე გამოკითხვას ატარებს.
ის პასუხებს დღის ბოლომდე დაელოდება, მისივე თქმით, ამ დროისთვის პოსტს 4 ათასზე მეტი ადამიანი გამოეხმაურა და მათი უმეტესობა მისგან საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას ითხოვს.
„ჩემი შვილი მეწინააღმდეგება. ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის და ძალიან ღელავს. მე ვიხრები საერთოდ არშესვლისკენ. არ მიყვარს თამაში, ეს ჩემი არ არის, მკვდარი ვარ ორი დღეა. ძალიან დიდი დილემის წინაშე აღმოვჩნდი. ამ დილემის წინაშე ყველა დააყენა ხელის მომწერთა გუნდმა“, – აცხადებს ჩარკვიანი.
კომენტარები