• რეკლამა
  • კონტაქტი
01:41, პარასკევი, 17 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვარაუდობენ, რომ „ინდური შტამი“ უფრო იოლად აინფიცირებს ახალგაზრდებს და ბავშვებს – თენგიზ ცერცვაძე

ალია ავტორი - ალია
17:57 05-29-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის „ინდური შტამი“ უფრო იოლად აინფიცირებს ახალგაზრდა და ბავშვთა ასაკის პირებს, რამაც შესაძლოა, ასაკობრივი პროპორციების შეცვლა გამოიწვიოს.

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, „ინდურ შტამს“ სწრაფი გავრცელების უნარი ახასიათებს.

“ამ შტამს ახასიათებს უფრო იოლი გადამდებობა, შესაბამისად, სწრაფი გავრცელების უნარი, ვიდრე სტანდარტულს და „ბრიტანულს“. მას „ბრიტანულ შტამზე“ უფრო სწრაფი გავრცელების უნარი ახასიათებს. მეორე კითხვაზე, რამდენად შეიძლება გამოიწვიოს კოვიდის გაახალგაზრდავება, ჯერ არ არის ამაზე მყარი არგუმენტები, როგორიც არის სწრაფ გავრცელებაზე, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს შტამი უფრო იოლად აინფიცირებს ახალგაზრდა და ბავშვთა ასაკის პირებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ასაკობრივი პროპორციების შეცვლა კოვიდით ავადმყოფებში.

მესამე კითხვა, იწვევს თუ არა ის, მძიმე დაავადებას, მეტი სასიკვდილო შედეგით, ამაზეც ჯერჯერობთ კვლევა მიდის და არ არის პასუხი. არის პასუხი, რომ ცხოველებში, ექსპერიმენტში მან გამოიწვია უფრო მძიმე დაავადება, რამდენად გამოიწვევს ადამიანებში რეალურად უფრო მძიმე დაავადებას, მომავალი გვიჩვენებს, მაინც საყურადღებოა ეს თვისება, რომ შესაძლოა, გამოიწვიოს უფრო მძიმე დაავადება.

ბოლოა იმუნიტეტი, რაც ყველაზე საინტერესოა. ვარაუდობენ, რომ გადატანილი, კოვიდის შედეგად შეძენილი იმუნიტეტი იცავს „ინდური შტამისგან“, მაგრამ არა 100%-ით. სხვადასხვა პროცენტი სახელდება, 50-80%-მდე, მაგრამ არა 100%.

დაახლოებით იგივე სურათია ვაქცინებზეც. ითვლება, რომ დღეს გამოყენებული ეფექტიანი ვაქცინების უმეტესობა ნაწილობრივ იცავს „ინდური შტამისგან“. ოღონდ ერთი მითითებაა, მხოლოდ 2 დოზის მიღების შემდეგ, 2 დოზის მიღებიდან 2 კვირის გასვლის შემდეგ“, – აღნიშნავს ცერცვაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ომი მწერებთან და ბრძოლის წინა ხაზი – რა ნიშნით უნდა შეარჩიო მწერებისგან დამცავი ბადე?

14:38 07-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა

13:59 07-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved