• რეკლამა
  • კონტაქტი
02:55, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოში ყველანაირი ჰესი უნდა აშენდეს! – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
12:00 05-26-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

საქართველოში ყველანაირი ჰესი უნდა აშენდეს! – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს. 

მისივე მტკიცებით, ჰესების გარდა საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს, რადგან ნებისმიერი სხვა ალტერნატივა ბევრად უარესია. “როცა ვამბობთ “გიგანტური ჰესი”, ეს უკვე ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგოდო ლოზუნგია. არაა ჰესი გიგანტური, რომლის წყალსაცავი ჟინვალის წყალსაცავზე ორჯერ ნაკლებია. დიდი ჰესია. ათჯერ ნაკლებიც რომ იყოს, ბუნებაზე ზემოქმედებას ვერ ავიცილებთ. ნებისმიერი ჰესი ზემოქმედებს გარემოზე და ყოველთვის მოიძებნება მისი მშენებლობის გაჩერების საბაბი. ორმოცდაათამდე ჰესის მშენებლობაა გაჩერებული. თუ რატომ მოხდა ეს, ცალკე საუბრის თემა. მთავარი დამნაშავე ხელისუფლებაა, რომელსაც ხალხი არაფერში ენდობა და ამის სამართლიანი საფუძველიც აქვს. საქართველოს, გარდა ჰესებისა, სხვა ალტერნატივა არა აქვს. სხვა ალტერნატივა კიდევ უფრო უარესია. იმ ტყის ფართობი, რაც გაზისა და ენერგეტიკის სექტორის კოლაფსის გამო გაიჩეხა საქართველოში, ყველა ასაშენებელი ჰესის მიერ ჩასაძირ ტყის ფართობს აღემატება. ქარსაფარი ზოლებიც კი განადგურდა, რომლის აღგენა ფინანსურად და ფიზიკურად წარმოუდგენელია. ამის რესურსი რომც იყოს, მრავალი ათეული წელი დასჭირდება. ეს ერთი, ყველასთვის შეუმჩნეველი მაგალითია, თორემ,თუ რას ნიშნავს ეკონომიკურად, ფინანსურად და პოლიტიკურად იყო დამოკიდებული სხვა, პირველ რიგში ოკუპანტ ქვეყანაზე, ამას დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება. საქართველოს ენერგეტიკა დღეს მთლიანად დამოკიდებულია რუსეთზე და არა მხოლოდ მზარდი იმპორტის გამო. ენგურზე დენი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამომუშავდება. ნებისმიერ წამს შეუძლია რუსეთს ქვეყნის ჩაბნელება. რატომ არ აკეთებს ამას? არ უღირს. მოუწევს აფხაზეთის მოსახლეობისა და მისი სამხედრო ბაზების მომარაგება რუსეთიდან, თანაც წამგებიანად-ღატაკ აფხაზეთში ვერავინ გადაიხდის დენის საფასურს საბაზრო ფასებში. მრავალი ათეული წელი იქნება სუბსიდირებული. დღეს ამას საქართველო აკეთებს-უფასოდ ვაწვდით დენს, შიდა დისტრიბუციაც ფაქტობრივად უფასოა, სიმბოლური ფასის გადახდაც კი უჭირთ.

რუსეთისათვის აფხაზეთი უფრო პოლიტიკური თავისტკივილია, ვიდრე ეკონომიკური. რომ დასჭირდეს, მისთვის წვეთი ზღვაშია ის ხარჯები, რომლის გაღებაც შეიძლება მოუწიოს.რატომ ვართ იძულებული ვიხადოთ სულ უფრო მზარდი ხარკი ნატურით? იმიტომ, რომ ენგურის, მარეგულირებელი სადგურის გარეშე არ არსებობს საქართველოს ენერგეტიკა. სულაც ასი პროცენტი რომ წაიღოს აფხაზეთმა( რუსეთმა), მას მაინც ვერ გავაჩერებთ, რადგან, როგორც ითქვა, გარდა დენის მიწოდებისა, მას სხვა ფუნქციაც აკისრია. ამ ვითარების დაძლევას სჭირდება უზარმაზარი ინვესტიციები და პირველ რიგში, ჰიდროენერგეტიკის სექტორში. ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარება ნიშნავს ტრადიციული ენერგეტიკის განვითარებასაც. მზე ღამით არ ანათებს და ქარიც ყოველთვის ერთნაირად არ უბერავს. თანაც, მის განვითარებას სჭირდება მსყიდველობითუნარიანობის მქონე მოსახლეობა და ბიზნესი, ანუ მშპ-ს იმ დონემდე ზრდა, რომ ძვირი ელექტროენერგიის შეძენა შეგეძლოს. ესეც მრავალი ათეული წლის პერსპექტივაა. ბუნებამ გვიბოძა სიმდიდრე და ახლა ის უნდა მოვიხმაროთ გონივრულად. არ არსებობს საქმის მცოდნე არცერთი ადამიანი ( გარდა იმ გულუბრყვილო მოსაუბრეებისა, რაც ტელეეკრანებიდან გვესმის), რომ ჩვენი რესურსების და ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ქვეყანაში ( ღატაკები ვართ, ერთ სულზე 4 ათასი დოლარი მშპ-თი) რაიმე სხვა ალტერნატივა დაასაბუთოს. არა ჰესებს, ნიშნავს არა საქართველოს მომავალს. ეს სულაც არ ნიშნავს ცუდი პროექტების მხარდაჭერას. დიახ, გვინდა მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტებით აშენებული ენერგოობიექტები, ალტენატიულებიც, ოღონდ, როცა ევროპაში დენი 20-30 ცენტი ღირს და მხოლოდ კოსოვო და საქართველოა ის ქვეყნები, სადაც ელექტროენერგიის ღირებულება მხოლოდ 6 ცენტია ( მოლდოვაშიც კი თითქმის ორჯერ ძვირია), შანსი ენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვისა უკიდურესად რთულია (ამიტომ იძლევა სახელმწიფო გარანტიებს, რაც მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს). დაბალია ტარიფი, ღატაკია ქვეყანა. როცა შემოსავლები გაგვეზრდება, მაშინ ბევრი გვექნება ქარისა და მზის სადგურებიც ( რაც მაინც ვერ შეცვლის საბაზი სადგურებს) და ინვესტორებსაც არ ექნებათ თავიანთი დაბანდებების დაკარგვის შიში. სიმდიდრის ცვლილება აზროვნების ცვლილებასაც იწვევსო, ამბობენ ფილოსოფისები. ერთი ცნობილი მატერიალისტი ფილოსოფოსის აზრით, ქოხში უფრო სხვანაირად აზროვნებენო, ვიდრე სასახლეში. ამის თქმა იმის დასამტკიცებლად სჭირდებოდა, რომ ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას და არა პირიქით. ვინაა სწორი არავინ იცის-ქათმისა და კვერცხის ამბავია. ეს მუდმივი დავაა მატერიალისტებსა და იდეალისტებს შორის. თუ დიდი ფილოსოფიური პრობლემიდან ჩვენი ბედკრული საქართველოს ყოფით პრობლემებს დავუბრუნდებით, როცა დენი გაქვს, უფრო სხვანაირად აზროვნებ, ვიდრე როცა არა გაქვს. ეს ჩვენს თავზეც გამოვცადეთ ითხმოცდაათიან წლებში” – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved