• რეკლამა
  • კონტაქტი
17:57, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღეს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს მთაწმინდის პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალავენ

ალია ავტორი - ალია
10:12 05-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს გენერალ გიორგი კვინიტაძეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

მას შემდეგ, რაც თავისუფლების მოედანზე „ჩაკრულო“ შესრულდება და მოდერნიზებული „სუ -25“-ის საბრძოლო თვითმფრინავები საქართველოს დროშის ფერებში გადაიფრენენ, ღონისძიება სამების საკათედრო ტაძარში გადაინაცვლებს, სადაც გენერალ კვინიტაძის სამოქალაქო პანაშვიდი ტარდება. მის ცხედარს დღეს მთაწმინდის პანთეონში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ცერემონიას ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი დაესწრებიან. გენერალ კვინიტაძის საფრანგეთიდან გადმოსვენება, პირადად ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევით მოხერხდა. მთავრობის მეთაურმა ამ საკითხზე მუშაობა თავდაცვის მინისტრობის პერიოდში დაიწყო.

ცნობისთვის, გენერალ გიორგი კვინიტაძის მემორიალური ნივთები ოჯახის წევრებმა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცეს. გამოფენას პრეზიდენტი, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და გენერლის ოჯახის წევრები დაესწრნენ

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის ნეშტი საფრანგეთიდან სამშობლოში 22 მაისს გადმოასვენეს.

გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved