• რეკლამა
  • კონტაქტი
20:15, კვირა, 27 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

26 მაისს გაყიდული ღირსებით ვხვდებით – რიონის ხეობის მცველი

ალია ავტორი - ალია
17:26 05-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
68

26 მაისს გაყიდული ღირსებით ვხვდებით, – განაცხადა „რიონის ხეობის მცველმა” მაკა სულაძემ, რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე.

მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაყიდული ხეობით და ღირსებით ხვდებიან.

„26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გვიახლოვდება. როგორ ვხვდებით ამ დღეს გაყიდული ხეობით, გაყიდული ღირსებით. რა ვუთხრათ ჩვენს გმირ წინაპრებს, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანა და შეგვინარჩუნა სამშობლო. რა  ვუთხრათ იმ გმირების დედებს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ მიწას მიაბარეს თავიანთი შვილები, იმისათვის რომ ჩვენ აქამდე მოვსულიყავით. მე თქვენი პატრიოტიზმის იმედი  მაქვს. ამიტომაც გამოვეშურეთ დედაქალაქისკენ, როგორც დედისკენ”, – განაცხადა მაკა  სულაძემ.

დღეს მიმდინარე აქციაზე, „რიონის ხეობის მცველებმა” სახელმწიფოს ხვალ 12:00 საათამდე მისცენ დრო, წინააღმდეგ შემთხვევაში დედაქალაქის პიკეტირება დაანონსეს. ასევე, მათ ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვეს.

შეგახსენებთ, რომ „რიონის ხეობის მცველები“ 209-ე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ. მათი მოთხოვნები უცვლელია – დატოვოს „ნამახვანჰესის“ მშენებელმა კომპანია „ენკამ“ ტერიტორია; ხელშეკრულება, რომლითაც კომპანიას ხეობა 99 წლით გადაეცა, გაუქმდეს; გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა. „მცველებმა“ დღეიდან თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გადმოინაცვლეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დედაქალაქში აქციებს განგრძობითი ხასიათი ექნება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved