• რეკლამა
  • კონტაქტი
19:07, კვირა, 27 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ძალიან წვალობენ მელია და სხვებიც, უნდათ პარლამენტში შესვლა, მაგრამ რცხვენიათ – ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:26 05-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

ძალიან წვალობენ მელია და სხვებიც, უნდათ პარლამენტში შესვლა, მაგრამ რცხვენიათ, მძიმე მდგომარეობაში არიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ყველას კარგად ესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არასდროს ყოფილა პასუხისმგებლიანი და არც ე.წ. ლიდერები არ არიან პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები.

„დიდი ილუზიები არავის გვაქვს. ჩვენ გვესმის ძალიან კარგად, რომ „ნაცმოძრაობა“ დიდი ხანია, არც არასდროს ყოფილა პასუხისმგებლიანი ძალა და არც მათი ე.წ. ლიდერები არ არიან პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები.  ჩვენ, როგორც პასუხისმგებელმა ორგანიზაციამ, პარტიამ და ლიდერებმა დავამტკიცეთ, რომ ვართ ერთგულნი ჩვენი ამომრჩევლებისა და ქვეყნის წინაშე. ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც იყო შარლ მიშელის მედიატორობით შედგენილი. ამით, რა თქმა უნდა, დემონსტრირება გავაკეთეთ ჩვენი კეთილი ნებისა და მზაობის. ვნახეთ, რომ ახლა ეს ადამიანები, რეალურად რაც ხდება, რაც გარედან ჩანს და შიგნიდანაც ვიცით ინფორმაციები, ძალიან წვალობენ მელია და სხვებიც, ძალიან უნდათ შესვლა პარლამენტში, მაგრამ შეიძლება ითქვას, რცხვენიათ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. მესმის პირადად მისიც, რადგან ადამიანი, რომელმაც იკადრა უკადრებელი, სახელწიფო დააყენა გამოწვევის წინაშე, თავის ჭკუით, თქვა, რომ არც გადაიხდიდა გირაოს და ვერც დაიჭერდნენ. დავიჭირეთ კიდევაც და გირაოც ძალიან კარგად გადაიხადეს, მიიღო კიდევაც გირაო. ახლა ამბობს, ბაქი-ბუქობდა ტყუილად რომ პარლამენტში არ შევიდოდა, მაგრამ ვიცით, ძალიან კარგად ვიცით, შიგნიდან ვიცით, რომ მას ძალიან უნდა შესვლა პარლამენტში. თუ არ უნდა შესვლა, მაშინ არ შევიდეს და დაამტკიცოს, როგორი პრინციპული ადამიანი არის ის და „ნაცმოძრაობის“ სხვა ლიდერებიც. სხვა მეტი კომენტარი რა შემიძლია გავაკეთო ამ უპასუხისმგებლო მოვლენების განვითარებაზე, ზოგადად მათ განცხადებებსა და ქმედებებზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მოსახლეობა დაიღალა მათი მუდმივი, გაუთავებელი საბოტაჟით და დესტაბილიზაციის მცდელობით, ღარიბაშვილის განცხადებით, ახლა არ არის გაუგებრობებზე დასაკარგი დრო.

„ჩვენ უნდა გავაკეთოთ საქმე, დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენ ძალიან დიდ პაკეტზე ვმუშაობთ, რომელიც ეკონომიკის სტიმულირებისთვის იქნება წარმოდგენილი. ვმუშაობთ ძალიან მნიშვნელოვან გეგმებზე თითოეულ რეგიონის მიმართულებით, როგორ განვავითაროთ სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოება, როგორ შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები, ტურიზმი და ასე შემდეგ. აი, ეს არის ჩემთვის რეალურად ის საკითხები, რომელიც მე მაწუხებს, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved