• რეკლამა
  • კონტაქტი
16:05, ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სისხლის სამართალწარმოების პროცესში აღდგენითი მართლმსაჯულების მექანიზმების გამოყენების გაფართოების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ალია ავტორი - ალია
17:27 05-21-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30



ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, სისხლის სამართალწარმოების პროცესში აღდგენითი მართლმსაჯულების მექანიზმების გამოყენების გაფართოების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, გაეროს ბავშვთა კომიტეტის თავმჯდომარე რენატე ვინტერი, ევროკავშირის ექსპერტი ივო ერცენი, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ლადო ჯავახიშვილი და გენერალური პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრის ფარგლებში, გენერალური პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ევროკავშირის ექსპერტთან, ლუვენის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ინსტიტუტის დირექტორ, პროფესორ ივო ერცენთან ერთად სისხლის სამართალწარმოების პროცესში აღდგენითი მართლმსაჯულების გაფართოების აუცილებლობაზე იმსჯელეს.
როგორც სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, აღდგენითი მართლმსაჯულება დანაშაულის ჩამდენ და დაზარალებულ პირთა ინტერესების გამოვლენის, დაკმაყოფილების და დაბალანსების შესაძლებლობას იძლევა, ხელს უწყობს დანაშაულის ჩამდენი პირის პასუხიმგებლობის გრძნობის გაძლიერებას და საზოგადოებაში მის შემდგომ რეინტეგრაციას.
ქართულ სამართლებრივ სივრცეში აღდგენითი მართლმსაჯულების კონცეფციის დანერგვა 2010 წელს, არასრულწლოვანთა განრიდება-მედიაციის პროგრამის ამოქმედებით დაიწყო. საწყის ეტაპზე არასრულწლოვანთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმების გამოყენება ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენდა, თუმცა არსებული საერთაშორისო პრაქტიკა იძლეოდა რა მყარ გარანტიას, რომ აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიებები კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ეფექტიან მექანიზმსა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებზე დაფუძნებული მართლმსაჯულების განხორციელების საფუძველს ქმნიდა, პროკურატურამ ეს გამოწვევა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმირების საწყის ეტაპზევე მიიღო.
უკვე არსებულმა პრაქტიკამ ცალსახად დაადასტურა აღდგენითი მართლმსაჯულების მნიშვნელობა და როლი ტრადიციულ სამართალწარმოებაში. განრიდება-მედიაციის პროგრამის ფარგლებში, აღდგენითი მართლმსაჯულების დანერგვამ ხელი შეუწყო კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის გაცნობიერებას, პასუხისმგებლობის გრძნობის გაზრდას, დაზარალებულის საჭიროებების გათვალისწინებას, ასევე, შესაძლებელი გახადა დანაშაულის ჩამდენსა და დაზარალებულს შორის დიალოგი.
არასრულწლოვანთა და 18-დან 21 წლამდე ასაკის პირთა განრიდების პროგრამის შედეგებისა და განრიდების პროგრამაში მედიაციის პროცესის განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა მხარს უჭერს აღდგენითი მართლმსაჯულების გაფართოებას როგორც განრიდების პროცესის მიღმა, ისე ზრდასრულ ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა მიმართ.
სამუშაო შეხვედრაზე აღდგენითი მართლმსაჯულების მექანიზმების გამოყენების გაფართოების შესაძლებლობებთან ერთად, განხილულ იქნა ამ მიმართულებით პრაქტიკაში მოსალოდნელი სირთულეები. ასევე, მსჯელობა გაიმართა აღდგენითი მართლმსაჯულების გაფართოებისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის შესახებ.
საქართველოს პროკურატურა, აღდგენითი მართლმსაჯულების მექანიზმების გამოყენების გაფართოების მიზნით, ევროკავშირთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სხვა პარტნიორ უწყებებთან აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს. 

თეგები: პროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ტერაფლუ
ახალი ამბები

გაციებისა და ხველის კომპლექსური მკურნალობა – ტერაფლუ, ფარკოსოლვინი და პულმოლანი

14:45 10-29-2026
თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის

14:11 10-29-2026
“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია – თიბისი
ახალი ამბები

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია – თიბისი

14:53 10-28-2026
საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი
ახალი ამბები

საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი

14:10 10-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved