• რეკლამა
  • კონტაქტი
06:21, კვირა, 27 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ მალავს რუსეთის ხელისუფლება გარემოს მასშტაბური დაბინძურების ფაქტებს

ალია ავტორი - ალია
16:56 05-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

რამდენიმე დღის წინ, რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში, „ტაიმირის საწვავის კომპანიის“ დაზიანებული რეზერვუარიდან დიზელის საწვავის გადინება მოხდა, რომლის მოცულობა 20 ათასი კუბომეტრია. კომპანია, რომლის კუთვნილი რეზერვუარი დაზიანდა და რამაც გარემოს ასეთი დაბინძურება გამოიწვია,  „ნორნიკელის“ შვილობილია.  გასულ წელს სწორედ „ნორნიკელის“ საწარმოდან 21 ათასი ტონა ნავთობპროდუქტების გაჟონვა მოხდა – რუსეთის ხელისუფლებამ მხოლოდ ადგილობრივი და მსოფლიო ეკოლოგების ჩარევის შემდეგ აღიარა მომხდარი და შემდეგ დაიწყო  რეაგირების მოხდენა. არქტიკულ ოკეანეში შემავალი მდინარეები წითლად იყო შეღებილი, განადგურდა ადგილობრივი ფაუნა, საბოლოოდ კი გარემოსთვის მიყენებული ზიანი სასამართლომ 146 მილიარდ რუბლად შეაფასა.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გიგანტმა „ნორნიკელმა“, რომელიც ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ რუს ბიზნესმენს ეკუთვნის, სცადა გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება ბევრად ნაკლებ თანხად-29 მილიარდად შეეფასებინა, იმის მიუხედავად, რომ სწორად მას ეკისრებოდა მომხდარზე პასუხისმგებლობა. მეცნიერული ანალიზის დასკვნით ცნობილი გახდა, რომ 6 ათასი ტონა საწვავი გრუნტში ჩავიდა, ხოლო დანარჩენი 15 ათასი ტონა წყალსაცავებში. დაბინძურების მთლიანი ფართობი 190 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს.

ამას გარდა, რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა კომის რესპუბლიკაში, ნავთობსადენზე მომხდარი ნავთობპროდუქტების გადინების შესახებ. თავდაპირველად, ნავთობსადენის მფლობელმა „ლუკოლ-კომიმ“ განაცხადა, რომ მომხდარის გამო ნიადაგში  მხოლოდ 7 ტონა ნავთობპროდუქტი ჩაიღვარა, თუმცა 15 მაისს კომპანიამ აღიარა, რომ  90 ტონაზე მეტია ჩაღვრილია. მომხდარის გამო ქალაქ უსინსკის მერმა ნიკოლაი ტაკაევმა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. „ნოვაია გაზეტა“-სთან საუბარში ერთ-ერთი ეკოლოგიური ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დაბინძურების ფართობი 12 ათას კვადრატულ კილომეტრს აღემატება, მდინარე კოლვის გარდა კი ამ რესპუბლიკის უფრო მსხვილი ორი მდინარეც დაბინძურდა. ეს ის მდინარეებია, რომლებსაც ადგილობრივები თევზის რეწვისთვის იყენებენ. და კვლავ მეორდება ის, რაც უკვე რუსეთის ხელისუფლების და ბიზნეს სექტორის სავიზიტო ბარათია – „ეხო მოსკვისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ნავთობპროდუქტების გადინება ჯერ კიდევ აპრილში მოხდა, თუმცა ხელისუფლებამ და კომპანიამ ინფორმაცია არ გაასაჯაროვეს.

მათ საგანგებო მდგომარეობა მხოლოდ 11 მაისს გამოაცხადეს, მას მერე რაც მომხდარი დამოუკიდებელმა ეკოლოგებმა დააფიქსირეს და საფრთხე უკვე დასახლებულ პუნქტებს შეექმნა. ბუნების მსოფლიო ფონდის ( WWF) ექსპერტები თვლიან, რომ კომისა და ნენეცკის ოლქების საზღვარზე მომხდარი ეს გაჟონვა ჯერ კიდევ მარტში მოხდა. ისინი ამ დასკვნამდე კოსმოსიდან გადაღებული გამოსახულებების მიღების შედეგად მივიდნენ.

როგორც ჩანს კრემლს არც ჩერნობილის ატომური სადგურის კატასტროფის ან წარსულის სხვა მძიმე მაგალითებიდან არ სურს დასკვნების გამოტანა. მისთვის და მისი ბიზნეს გარემოცვისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ბუნებრივი რესურსების მაქსიმალურად ამოწურვა და გამოყენებაა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.

ლელა გვალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved