საქართველო მსოფლიო ბანკისგან 85 მილიონ ევროს შეღავათიანი პირობებით მიიღებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“პროექტი ითვალისწინებს სწრაფი გადახდების ინოვაციური სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც საწარმოებისთვის ფულად სახსრებზე ხელმისაწვდომობისთვის იქნება ეფექტური საშუალება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის განმარტებით, აღნიშნული პროექტის ზედამხედველობას ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელშეკრულებაზე ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები მუშაობდნენ. გადაწყვეტილება მსოფლიო ბანკმა 11 მაისს მიიღო.
კომენტარები