• რეკლამა
  • კონტაქტი
20:46, შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საქართველომ დაუშვა იგივე შეცდომები, რაც ინდოეთმა!” – გიორგი ფხაკაძე

ალია ავტორი - ალია
11:57 05-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, საქართველომ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში ინდოეთის მსგავსი შეცდომები დაუშვა.

გიორგი ფხაკაძე განმარტავს, თუ რა გზებით უნდა ებრძოლოს ქვეყანა პანდემიას.

“საქართველომ დაუშვა იგივე შეცდომები, რაც ინდოეთმა! იხილეთ ბმულში დღევანდელი სტატია ინდოეთზე TheBMJ.

საქართველო: თებერვალში “დავამარცხეთ” ვირუსი, ყველა შეზღუდვა მოიხსნა 1 კვირაში.

დარჩა მხოლოდ კომენდანტის საათი (ელიტას/გავლენიანებს არ ეხება)

პირბადის ტარება შემცირდა (არაერთი თანამდებობის პირი და ოპოზიციის წევრი ვიხილეთ პირბადის გარეშე).

ვაქცინაცია ვერ დავიწყეთ (ეს პროცესი უფრო ცირკს წააგავს).

ჟანგბადის მარაგის მობილიზებას ვერ ვხედავ.

საავადმყოფოების დროულ მობილიზებას ვერ ვხედავ (რეანიმაციაში მაქსიმალური დატვირთვა უნდა იყოს 75%, ამის ზემოთ სიკვდილიანობა იზრდება).

კარანტინის გამოცხადება ყველა სამედიცინო დაწესებულებაში (რომ ავირიდოთ ვირუსის გავრცელება ამ დაწესებულებიდან).

პერსონალური დაცვის საშუალებების მომარაგება და ხელმისაწვდომობა!

აიკრძალოს სხვა პირბადეები და დაიშვას მხოლოდ 2 ტიპის სამედიცინო პირბადე EN14683 და FFP2.

აიკრძალოს 6 ადამიანზე მეტი შეკრება (დავიწყოთ პარლამენტიდან, გადავიდნენ დისტანციურზე).

არ გაიხსნას სკოლები/სასწავლებლები ნაადრევად და თუ გაიხსნება, უზრუნველყოფილი იყოს 2-მეტრიანი დისტანცია ყველგან დაწესებულებაში!

საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა უნდა იმუშაოს 150%-იანი დატვირთვით და უნდა იქნას გამოყენებული ყველა არსებული “ავტობუსი” (ტურისტული, ძველი) რათა შევამციროთ ტრანსპორტში გადატვირთვა.

ტრანსპორტმა უნდა იმუშაოს 24 საათი, მაგრამ მეტრო უნდა იქნას გაჩერებული.

კომენდანტის საათმა საქართველოში არ იმუშავა, სჯობს ბიზნესებისთვის დაწესდეს “კომენდანტის საათი” და, კიდევ ერთხელ, აიკრძალოს 6 ადამიანზე მეტი შეკრებები!!!

ყველა სატრანზიტო მანქანა იქნას გატარებული “წითელ კოლიდორში” (ყოველ 50 კილომეტრში მოეწყოს ბენზინგასამართი სადგური, მაღაზია) და სატრანზიტო მძღოლებს “0” კონტაქტი საქართველოს მოქალაქეებთან. ამით ავიცილებთ არასაჭირო ინფექციის შემოდინებას მეზობლებისგან.

ყველა შემოსულ სტუმარს უნდა მოვთხოვოთ: 48 საათის პსრ ტესტი სანამ ჩამოვა და აეროპორტში ყველა უნდა დაიტესტოს სწრაფი ტესტით და 3 დღეში პსრ ტესტით.

ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა დაყოს ქვეყანა რეგიონებად და შექმნას მარტივი და გასაგები “შუქნიშნის სისტემა”.

მწვანე – რეანიმაციული საწოლების 50% დაკავებულია (სამედიცინო პირბადის ტარება ყველგან, ხალხმრავალი შეკრებების მაქსიმუმ 6 ადამიანის დაშვება, ყველგან 2-მეტრიანი დისტანცია)

ყვითელი – რეანიმაციული საწოლების 75% დაკავებულია (ნაწილობრივი ჩაკეტვა – კომენდანტის საათი, რესტორანი, კინო, დიდი სავაჭრო ცენტრების დაკეტვა).

წითელი – რეანიმაციული საწოლების 90% დაკავებულია (მთლიანი ჩაკეტვა).

ქვეყანა იქნება უსაფრთხო, თუ მოზრდილი მოსახლეობის 90% იქნება აცრილი (ეფექტური ვაქცინით). ამით ჩვენ მოზარდი მოსახლეობის 70%-ს დავიცავთ.

ჯანმრთელობას გისურვებთ! ეს პანდემია არის შესაჩერებელი!”, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved