• რეკლამა
  • კონტაქტი
02:27, კვირა, 14 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ ჩამოჰყავთ აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ და ვინ შეცვლის ირაკლი კობახიძეს პარტიის თავმჯდომარის პოსტზე?

ალია ავტორი - ალია
21:29 05-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
407

ირინე გოგოსაშვილი, ალია

ირაკლი ღარიბაშვილის ბაქოში ვიზიტს, რასაკვირველია აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძეც ესწრებოდა!

,,ალიამ“ კულუარული ინფორმაციით შეიტყო, რომ პრემიერმა  ღარიბაშვილმა ამჟამად ელჩი აზერბაიჯანში და წარსულში აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, კვლავაც აჭარაში დაბრუნებისთვის შეამზადა და სავარაუდოდ, ადგილობრივი არჩევნების წინ მას ძველ თანამდებობაზე დააბრუნებენ!

როგორც ეტყობა, ამჟამად ფრანფურკტში საქართველოს გენერალური კონსული ლევან დიასამიძე, საქართველოს ხელისუფლებამ  ამ ეტაპზე  გარკვეული მოსაზრებებით დაბლოკა თორემ, იგი რომ აჭარის  თავკაცად მოიაზრებოდა, სულ რაღაც სამიოდე კვირის წინ, ეს კულუარებში კარგად იცოდნენ!

რითი დაამახსოვრა თავი ზურაბ პატარაძემ აჭარას?!

იმით, რომ ახალი ბულვარის ჰექტრობით მიწა თურქ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს კაპიკებში უფეშქაშა? ცნობისთვის გალიფ ოზთურქი ცნობილი თურქი ბიზნესმენია. მან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სატრანსპორტო კომპანია “მეტრო” 1977 წელს დააარსა და მისი კომპანია საქართველოში 2012 წლის თებერვლიდან სააქციო კომპანია „მეტრო ატლას ჯორჯიას” სახით საქმიანობს. თურქულ მედიაში ოზთურქის წინააღმდეგ სასამართლო საქმეების შესახებ წლებია წერენ. 2018 წლის ნოემბერში თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტამბოლის მე-19 სისხლის სამართლის უმაღლესმა სასამართლომ ოზთურქს მკვლელობის წაქეზებისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, რის შემდეგაც ოზთურქი ბათუმში გამოიქცა. გალიფ ოზთურქმა 2015 წელს საქართველოს მოქალაქეობაც მიიღო და აქ რამდენიმე კომპანია დააფუძნა, მიწებიც იყიდა. მან დააფუძნა „მეტრო ჰოლდინგი,” რომელიც საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი მსხვილი ჯგუფია. მის შემადგენლობაში შედის კომპანიები, რომელიც ტრანსპორტის, ტურიზმის, მშენებლობისა და სხვა დარგებში საქმიანობს. კომპანიის საქმიანობის ძირითადი არეალი აჭარაა და ერთ-ერთი უმსხვილესი აქტივი ბათუმში მდებარე სასტუმრო “ეიფორიაა”. „მეტრო ჰოლდინგი”, ძირითადად, სატრანსპორტო საქმიანობითაა ცნობილი, რადგან საქალაქთაშორისო საავტობუსო მომსახურებას ეწევა. 2018 წლის განმავლობაში ჯგუფის მთლიანი შემოსავალი 81 მილიონი ლარი იყო. გალიფ ოზთურქის ანგარიშზე საქართველოში 500 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციაა. ოზთურქმა ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ, 2016 წელს თურქული სკოლა ისე გახსნა, რომ არც შენობის მშენებლობის ნებართვა ჰქონდა და არც სასწავლო დაწესებულებას გაუვლია ავტორიზაცია. აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრი, გია თავამაიშვილი 2016 წელს ადგილობრივ მედიასთან საუბრისას ამბობდა, რომ სკოლის გახსნის შესახებ ინფორმირებულიც კი არ ყოფილა! 2020 წლის თებერვალში ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და გალიფ ოზთურქმა საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია “კამარას” აქციები შეიძინეს. ამის მერე კომპანიაში ცვლილებები დაიწყო და სახელიც შეიცვალა. კომპანიის აქციების 50 პროცენტი დიმიტრი ქუმსიშვილის კომპანიას, შპს “ახალი საინვესტიციო შესაძლებლობებს”, 50 პროცენტი კი გალიფ ოზთურქის კომპანიას, სს “მეტრო ავრასია ჯორჯიას” ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ გალიფ ოზთურქის მიმართ თურქეთში სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა, საბოლოოდ, სამუდამო პატიმრობაც მიუსაჯეს, საქართველოში არც მას და არც მის ბიზნესს არაფერი დამუქრებია. ის თურქეთიდან ბიზნესმენებს და პოლიტიკოსებს თავისუფლად მანსპინძლობს ბათუმში. 2019 წლის ივნისში თურქული გაზეთი, „ჯუმჰურიეთი” წერდა, რომ ყოფილი კალათბურთელი, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი, ჰიდაიეთ თურქოღლუ და თურქეთის სამსუნის პროვინციაში მდებარე აივაჩიკის მუნიციპალიტეტის მერი ბათუმში გალიფ ოზთურქს ესტუმრნენ.

მოკლედ გალიფაა ზურაბი თუ ზურაბია გალიფა, ამას აჭარლები დღემდე არკვევენ, მაგრამ ეჭვი მაქვს საქართველოს ხელისუფლების შესაძლო გადაწყვეტილებას,- უავტორიტეტო თორნიკე რიჟვაძე შეცვალონ ,,კვაჭი“ პატარაძით, არ მგონია სიხარულით შეხვდეს მოსახლეობა, რაც არჩევნებზეც უარყოფითად აისახება! ( 2020 საპარლამენტოს დარად).

და ბოლოს, რამდენიმე დღეში ირაკლი კობახიძე პარტია ,, ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს დატოვებს!

პარტიის ყრილობა კი ერთხმად აირჩევს ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის ახალ თავმჯდომარედ!

ისე ყველაფერი კარგი აგიხდეს, ძვირფასო მკითხველო, როგორც ეს ამბავი ახდება!!!

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”

12:32 09-11-2025
მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად
ახალი ამბები

მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად

21:19 09-10-2025
Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა
ახალი ამბები

Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა

15:48 09-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved