• რეკლამა
  • კონტაქტი
18:21, ხუთშაბათი, 25 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2 ბოდიში, 2 პრობლემა და 2 “ყველაფერი კეთდება”, სულ რაღაც,1 თვეში!

ალია ავტორი - ალია
23:15 05-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

ორი ბოდიში, ორი გაუთვალისწინებელი პრობლემა, ორი “ყველაფერი კეთდება” – სულ რაღაც ერთ თვეში.

16 აპრილი, 2021 წელი:

„ფაიზერის“ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო, თუმცა… ტექნიკურმა პრობლემებმა მაშინაც იჩინა თავი და ამ ტექნიკურ პრობლემას, მაშინ სამი მიზეზით ხსნიდა დაავადებათა კონტროლის ცენტრი, “ადგილები შეივსო და სისტემა აღარ არეგისტრირებდა მათ”, “სააღდგომო არდადეგების გამო”, “რეგისტრაციის ტექნიკური სირთულე”…

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მაშინდელი განცხადება:

“გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30.04-3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო.

ყველა იმ პირისთვის, ვინც მიიღო ფაიზერის ვაქცინის პირველი დოზა, დარეზერვებულია ვაქცინის მეორე დოზა.

ყველაფერი კეთდება რეგისტრაციის ტექნიკური სირთულის დასაძლევად! ვაქცინის მეორე დოზა ყველა თქვენგანისთვის დროულად და რეკომენდებული ვადების დაცვით იქნება ხელმისაწვდომი”

12 მაისი, 2021 წელი

ამჯერად, “სინოფარმის” მეორე დოზის გაკეთების მსურველი ადამიანები უნდა დარეგისტრირებულიყვნენ, თუმცა, ისევ, საოცარი დამთხვევით, ტექნიკური შეფერხება დაფიქსირდა, ცუდი არაფერი იფიქროთ, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გვაუწყებს, ტექნიკური ხარვეზი “გაუთვალისწინებელი” იყო. კარგია, რომ დაგეგმილი არ იყო, თუმცა, დაგეგმილად დააზიანებ ვაქცინაციის პროცესს, თუ დაუგეგმავად, ასეთ რთულ სიტუაციაში, ამას დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. ისე, წინა შეცდომიდან მაინც რომ გავითვალისწინოთ რამე და ყველა პრობლემას “გაუთვალისწინებლად” არ მივარტყათ ცხვირი, ცუდი არ იქნებოდა. ,ეორეს მხრივ. ქვეყანაში ვაქცინის ნაკლებობაა და პრინციპში, ალბათ, არც მეორე დოზის გაკეთებაა საჩქარო, რა გითხრათ.

ფაქტია, ხელისუფლება გვეუბნებოდა, ვაქცინის მსურველები არ არიანო და ვაქცინა როგორც კი შემოიტანა, ხან ადგილები აღარაა და ყველა ადგილი დაჯავშნულია, ხან პროგრამა არ მუშაობს… დღეს მადლობა უთხრეს თანამოქალაქეებს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამო და იმედია, ეს მადლობა და ბოდიში, ხვალ არ დაავიწყდებათ და ხვალ, ხალხს არ დააბრალებენ ვაქცინაციის პროცესის შეფერხებას!

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დღევანდელი განცხადება:

“მადლობას ვუხდით თანამოქალაქეებს კორონავრუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრებისადმი გამოჩენილი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამო.

აცრის დაჯავშნის მსურველი მოქალაქეების მაღალი აქტიურობის შედეგად ელექტრონულ სისტემაში შეიქმნა წინასწარ გაუთვალისწინებელი დროებითი ტექნიკური შეფერხება, რომელიც უმოკლეს დროში აღმოიფხვრება და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია დამატებით იქნება მოწოდებული.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აცრისათვის საჭირო ვაქცინები შენახულია პირველი დოზით აცრილი მოქალაქეებისათვის და ყველა მოქალაქე შეუფერხებლად შეძლებს მეორე დოზით აცრის დაჯავშნას მისთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში.

ბოდიშს გიხდით წინასწარ გაუთვალისწინებელი ტექნიკური შეფერხებისთვის!”

მართალია, ჯანდაცვის მინისტრმა ბრძანა, ვაქცინაციის პროცესზე პასუხისმგებელი დაავადებათა კონტროლის ცენტრიაო, მაგრამ ვაქცინაციის ეროვნული გეგმა მაინც გადაიკითხოს და მიხვდება, რომ მის სამინისტროსაც აქვს რიგი პასუხისმგებლობა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად და სააკოორდინაციო საბჭოსაც!

ასე რომ, კეთილი ინებოს ჯანდაცვის მინისტრმა და პრემიერმა ღარიბაშვილმა (რომელიც საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობს) და განცხადება მაინც გააკეთონ, თავიანთი წილი პასუხისმგებლობა, ჩვეული ფორმით, სიტყვიერად მაინც აიღონ თავზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრს თავისი “ცოდვებიც” ეყოფა.

“ადგილები შეივსო”, “სააღდგომო არდადეგები”, თუ “ტექნიკური სირთულე”? – სამი პასუხი ერთ განცხადებაში
თეგები: ამირან გამყრელიძეეკატერინე ტიკარაძეირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved