• რეკლამა
  • კონტაქტი
16:12, შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ისრაელის საელჩო: მადლობას ვუხდით ყველა მეგობარს საქართველოში გულითადი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის

ალია ავტორი - ალია
11:45 05-12-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ყველა ჩვენს მეგობარს საქართველოში მათი გულითადი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის საელჩოს Facebook გვერდზეა ნათქვამი.

ისრაელის საელჩოს კიდევ ერთხელ სურს ხაზი გაუსვას, რომ ორგანიზაციები, რომლებიც ცნობილია, როგორც „ისრაელის სახლი“ და „ისრაელ–საქართველოს ბიზნეს პალატა“, რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით. ისინი არ არსებობენ ისრაელში, როგორც იურიდიული პირები და არ არიან ლიცენზირებულნი ისრაელის შესაბამისი იურიდიული ორგანოების მიერ. მეტიც, ისინი არ წარმოადგენენ ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას ან მის რომელიმე სამინისტროს, დეპარტამენტს, დაწესებულებას ან ორგანოს რაიმე სახით ან ფორმით. ეს ორი ორგანიზაცია არის მთლიანად კერძო და შესაბამისად, არ არის უფლებამოსილი ჩაატაროს რაიმე სახის ოფიციალური ორმხრივი მოლაპარაკება, ოფიციალურად წარმოადგინოს ან შესთავაზოს ოფიციალური რჩევა, ინფორმაცია ან წინადადება, რომელიც ეხება ორ ქვეყანას შორის ოფიციალური ორმხრივი ურთიერთობების ნებისმიერ ასპექტს – იქნება ეს სამთავრობო, საპარლამენტო, მუნიციპალურ, იურიდიულ, კულტურულ თუ პროტოკოლთან დაკავშირებულ დონეზე. უფრო მეტიც (და ასევე შესაძლო ეჭვების თავიდან ასაცილებლად), აღნიშნულ ორგანიზაციებს არ გააჩნიათ შესაბამისი უფლებამოსილება, კვალიფიკაცია და ლიცენზია, რომ განახორციელონ რაიმე სახის კონსულტაცია ან რჩევა სხვადასხვა საკონსულო საკითხებზე, სამუშაო ვიზების, შრომითი მიგრაციის ან სენსიტიური და იურიდიულად რთული სუროგატული ორსულობის პროცესის ჩათვლით. ამ ორი კერძო ორგანიზაციისადმი რჩევისა თუ კონსულტაციისთვის მიმართვის შემთხვევაში, პირი პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.

ერთადერთი, ექსკლუზიური და ოფიციალური დაწესებულება, რომელიც წარმოადგენს ისრაელის სახელმწიფოს და მის სუვერენულ ორგანიზაციებს, არის ისრაელის საელჩო.

(შენიშვნა: ზემოთხსენებული “ბიზნეს პალატა” არ უნდა აგვერიოს “ისრაელ-საქართველოს სავაჭრო პალატასთან”, რომელიც ორივე მთავრობის მიერ აღიარებულ, პროფესიონალურ საზოგადოებრივ იურიდიულ პირს წარმოადგენს. იგი უკვე დარეგისტრირებულია ისრაელში და მალე ამოქმედდება ასევე საქართველოშიც). – ნათქვამია ისრაელის საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved