• რეკლამა
  • კონტაქტი
03:59, სამშაბათი, 26 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

96 წლის მამაკაცმა ბავშვობის ოცნება აისრულა და ფილოსოფიაში დიპლომი აიღო

ალია ავტორი - ალია
15:12 08-06-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

იტალიელმა ჯუზეპო პატერნომ ბავშვობიდან მიზნად დაისახა, რომ უმაღლესი განათლება უნდა მიეღო, თუმცა მას ადრე ამაზე ოცნება თუ შეეძლო მხოლოდ, რადგან მშობლებს მისი სწავლის დაფინანსებისთვის საკმარისი თანხები არ გააჩნდა. გაჭირვება, ომი, ოჯახის მხარდაჭერა შეუძლებელს ხდიდა მისი სურვილის ასრულებას, თუმცა მან თავის მიზანს მაინც მიაღწია და იტალიის ყველა დროის ყველაზე ხანდაზმული უნივერსიტეტდამთავრებული გახდა 96 წლის ასაკში:

„მე მაინც ავისრულე ჩემი ოცნება“ – განაცხადა რკინიგზის ყოფილმა მუშამ და მეორე მსოფლიო ომი ვეტერანმა მედიასთან საუბრის დროს. მან პალერმოს უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი დაამთავრა. პატერნო მამას ძალზე ახალგაზრდა ასაკში ემარებოდა და ერთად მუშაობდნენ ლუდის ქარხანაში. 1943 წლის ივლისში, როდესაც მოკავშირეთა ჯარები სიცილიაში დაეშვნენ, პატერნო იტალიურ არმიაში ტელეგრაფის პოზიციაზე მსახურობდა.

“მე ომიდან უვნებლად დავბრუნდი და დავიწყე რკინიგზაში მუშაობა. ენთუზიაზმით არ ვუყურებდი ჩემს სამსახურს, მაგრამ მჭირდებოდა, რადგან დაქორწინებული ვიყავი და ჩემს ოჯახზე უნდა მეზრუნა. ამავე დროს ძალზე გადაჭარბებულადაც კი მინდოდა ჩავშვებულიყავი წიგნებში და მეკითხა, მესწავლა. 31 წლის ასაკში საღამოს კლასებს ვესწრებოდი- დღის განმავლობაში ვმუშაობდი, საღამოს სკოლაში ვესწრებოდი გაკვეთილებს, ხოლო ღამით კი ვსწავლობდი. მან სწორედ ამ ასაკში მოახერხა სკოლის ატესტატის აღება, თუმცა მას შემდეგ მისი ოცნება, უმაღლესი განათლების მიღებასთან დაკავშირებით ისევ მიუწვდომელი რჩებოდა.

საბოლოოდ, მრავალი ათეული წლის შემდეგ, 93 წლის ასაკში მყოფი პატერნო ჩაირიცხა პალემო უნივერსიტეტის ფილოსოფიის მიმართულებაზე. ჯუზეპე ამბობდა: „ ძველ საბეჭდ მანქანას გამოვიყენებ ჩემი ამოცანების შესასრულებლად. დღისით დავისვენებ, ხოლო საღამოს შუაღამემდე ვიმეცადინებ“. ჩემი მეზობლები ხშირად მეკითხებოდნენ, თუ რატომ ვიქმნიდი ძალით ამ პრობლემებს ჩემს ასაკში, თუმცა, ისინი ვერასოდეს გაიგებენ მნიშვნელობას ოცნების მიღწევისა, თუნდაც ჩემს ასაკში.

მაშინ როდესაც კოვიდ 19-ის პანდემია მომძლავრდა მთელ მსოფლიოში, მისი უნივერსიტეტის დამთავრება რისკის ქვეშ დადგა. მას შემდეგ, რაც სწავლება დისტანციურ პლატფორმაზე გადაერთო მას მოუწია ახალ ტექნოლოგიასთან სწავლებით ადაპტირება.

პატერნოს შვილი, ნინნი მედიასთან საუბარში აცხადებს: „როდესაც პანდემია გავრცელდა, ჩვენ ძალზე შეგვეშინდა მისი ჯანმრთელობის გამო. მამას ვუთხარი, რომ გამოცდები უნდა გადაგვედო და იგი ლექციებზე დასწრებას შემოდგომიდან გააგრძელებდა, თუმცა მან ამაზე კატეგორიული უარი განმიცხადა. იგი აცხადებდა, რომ მისი ასაკის გათვალისწინებით ეშინოდა, რომ ვერ მოასწრებდა ჩაბარებას ამავე წლის ზაფხულში. პატერნოს ოცნება რეალობად იქცა გასული კვირის პარასკევს, როდესაც მან თავისი სწავლა წარჩინებით დაასრულა. ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღეა. „მხოლოდ იმას ვნატრობ, რომ ჩემი ცოლი აქ იყოს და ხედავდეს ამას. იგი 14 წლის წინ დაიღუპა.“

ნიუპოსტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2025 გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2025 გაიმართება

17:41 08-25-2025
პირველად საქართველოში – თიბისიმ საბანკო სექტორში გენერაციული ჩატბოტი დანერგა
ახალი ამბები

პირველად საქართველოში – თიბისიმ საბანკო სექტორში გენერაციული ჩატბოტი დანერგა

15:36 08-25-2025
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ თიბისი კონცეპტის გალერეაში
ახალი ამბები

„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ თიბისი კონცეპტის გალერეაში

14:38 08-22-2025
თემიკო მაჭავარიანმა AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა –  საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
ახალი ამბები

თემიკო მაჭავარიანმა AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი

14:26 08-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved