პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებებს ეხმაინება და წერს, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული პროგრესი შეინიშნება.
ხუხაშვილი სავარაუდოდ, პრემიერის იმ განცხადებას გულისხმობს, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა – “წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ კიდევ სხვა მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ”.
90-იანების მუქარა – “მუხლებს დაგიხვრიტავ!…” 20-ანების მუქარა – “მუხლებს დაგიმატებ!” პროგრესი გვაქვს, – წერს გია ხუხაშვილი.
კომენტარები