• რეკლამა
  • კონტაქტი
00:49, ხუთშაბათი, 1 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

9 წლის ბავშვის ცემის ბრალდებით მამინაცვლის მამა დააკავეს

ალია ავტორი - ალია
12:21 07-07-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
117

რუსთავში 9 წლის ბავშვის ცემის ბრალდებით მამინაცვლის მამა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კდოექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

5 ივლისს აქტივისტმა რუსკა მჭედლიძემ Facebook-ზე დაწერა, რომ ეზოში კაცმა ბავშვი “წიხლებით სცემა”, კაცის ცოლი კი ბიჭს მოკვლით დაემუქრა. აქტივისტის თანახმად, ბავშვმა მეგობრებს დაუბარა, რომ თუ 10 წუთში უკან არ დაბრუნდებოდა, პოლიციაში დაერეკათ – მონათხრობის მიხედვით, ბავშვს პოლიციაში “დააწერინეს, რომ წაიქცა”.

“9 წლის ბავშვი ეზოში წიხლებით სცემა მამინაცვლის მამამ ათობით ადამიანის და უამრავი ბავშვის თანდასწრებით, მოძალადის ცოლიც ემუქრებოდა მოკვლით, სახლში ძალით წაიყვანეს, ნაცემმა ბავშვმა თავის მეგობრებს უთხრა, 10 წუთში ეზოში თუ არ ჩამოვედი ესეიგი კიდევ მცემენ და პატრულში დარეკეთო. ერთ-ერთი ჩუმად ავიდა მესამე სართულზე, კარზე ყური მიადო და ტირილის ხმა რომ გაიგო დარეკა პოლიციაში, რუსთავის სამმართველოს პირველ განყოფილებაში ჩვენებაში ბავშვს დააწერინეს, რომ წაიქცა!

დედა, მოძალადე მამამთილს ხელს აფარებს და ბავშვს, ბავშვთა სახლში ჩაბარებით ემუქრება, ბავშვის მამა ციხეში ზის, თურმე მამინაცვალსაც უცემია ბევრჯერ და ბავშვს ეშინია, რომ მოკლავენ თუ რამეს იტყვის. გამანადგურა ამ ამბავმა, მეხვეწებოდა შენთან სახლში წამიყვანეო, ამათთან წასვლა არ მინდაო”, – წერდა მჭედლიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved