9 სედანი, 3 სპორტული ჯიპი 2 მინივენი და 1 პიკაპი – ჯანდაცვის მინისტრი მსოფლიო ბანკისგან ნასესხები ფულით ახალ ავტომობილებს ყიდულებს. პანდემიის სამართავად განკუთვნილ თანხებს ეკატერინე ტიკარაძე საკუთარი კომფორტისთვის იყენებს. მისი მოთხოვნაა, რომ ავტომობილები აუცილ;ებლად 2021 წლის გამოშვების უნდა იყოს.
ოპოზიციის წარმომადგნელები და კორუფციის მკვლევარები ჯანდაცვის მინისტრს თანხების არამიზნობრავ ხარჯვაში ადანაშაულებენ.
ეს ფული აზიის განვითარების ბანკმა და მსოფლიო ბანკმა საქართველოს გამოუყო, რომ სწრაფი რეაგჰირება განეხორციელებინა კოვიდთან ბრძოლისთვის. ესენი ამ თანხიდან უკვე მეორეჯერ ყიდულობენ ავტომობილებს იმის მაგივრად, რომ ამ ტანხიდან შეისყიდონ ჟანგბადის ქარხნები, შეისყიდონ ტესტები, ვაქცინები, ამის ნაცვლად ჯანდაცვის სამინისტრო ყიდულობს ავტომობილებს. ამ შესყიდვას ჯანდაცვის სამინისტრო ამართლებს, რომ ეს ავტომობილების სჭირდებათ კოვიდთან საბრძოლველად. არანაირი გადაუდებელოი საჭიროება არ არის ავტომობილების შესყიდვის, – ამბობს კორუფციის მკვლევარი, ბესიკ დონაძე.
კომენტარები