ფოტო – CNN
ბოლო 9 დღის განმავლობაში, ჩინეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 100 მილიონი ადამიანი აცრეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, ჩინეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 400 მილიონი დოზა გაიხარჯა.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ანხოისა და ლიაონინის პროვინციებში კორონავირუსის შემთხვევების მატება დაფიქსირდა, რამაც ვაქცინაციის კამპანიის ტემპები დააჩქარა.
კომენტარები