• რეკლამა
  • კონტაქტი
09:00, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

9 დღეა შიმშილობს, მედიკამენტებსაც არ იღებს… სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა – გოგი წულაიას ადვოკატი

ალია ავტორი - ალია
17:15 03-27-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

გოგი წულაია, რომელიც სექსუალური ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული, უკვე მე-9 დღეა შიმშილობს. გარდა იმისა, რომ საკვებს არ იღებს, წულაია ასევე უარს ამბობს მედიკამენტების მიღებაზეც, რამას შესაძლოა მისი კომაში ჩავარდნა გამოიწვიოს. ამის შესახებ გოგი წულაიას ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა.

ადვოკატმა ჯერ არ იცის, შეწყვეტს, თუ არა გოგი წულაია შიმშილობას, თუმცა ამბობს, რომ გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიმშილობის შეწყვეტა პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსს ოჯახმაც მოუწოდა.

“უკვე მე-9 დღეა რაც შიმშილობს. გუშინ მთელი დღის განმავლობაში იყო შეხვედრები მასთან და თხოვნები, რომ შეეწყვიტა შიმშილობა. ოჯახის თხოვნაც გადავეცით. ორშაბათს გავიგებთ შეწყვიტა, თუ არა შიმშილობა. შაბათ-კვირას მასთან კომუნიკაცია არ მაქვს. 

ჯანმრთელობის კუთხით, ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს, არაფერი მიუღია, არც მედიკამეტები. სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა. მას შაქრიანი დიაბეტი აქვს ქრონიკულ ფორმაში და საკვები პროდუქტების მიუღებლობამ, შესაძლოა მისი კომაში ჩავარდნა გამოიწვიოს,”- განუცხადა “რუსთავი 2-ს” გოგი წულაიას ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა. 

ვალერი გელბახიანმა ასევე განაცხადა, რომ მან გუშინ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს იმ სამართალდაცავების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების მოთხოვნით მიმართა, ვინც გოგი წულაიას დაკავებაში მონაწილეობდნენ.

ადვოკატის განცხადებით, მან მიმართვას თან დაურთო მასალები, მათ შორი ვიდეო მასალა, სადაც ასახულია დარღვევები. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 19 მარტს შეუფარდა.

წყარო: რუსთავი 2

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved