87-ე სკოლაში კორონავირუსით ინფიცირებული მასწავლებელი გაკვეთილებს ატარებს. ინფორმაცია ამის შესახებ 87-ე სკოლის მოსწავლეების ოჯახის წევრებმა “მთავარ არხს” მიაწოდეს.
ოჯახის წევრების თქმით, სკოლის დირექტორს მომხდარი არაფრად მიაჩნია და მასწავლებელს გაკვეთილის ჩატარების უფლებას აძლევს.
“87-ე სკოლაში დადის ჩემი ძმის შვილი, მესამე კლასის მოსწავლეა. 15 ოქტომბერს სკოლაში რომ მივიყვანეთ ბავშვი უკან გამოგვიშვეს, მასწავლებელს დაუდასტურდა კორონავირუსი და მესამე კლასის სამ ბავშვს. იმ მასწავლებელმა, რომელიც თვითიზოლაციაში უნდა გადასულიყო და თავისთვის მიეხედა, გაკვეთილი ჩაატარა” – აცხადებს ნინო ყარალაშვილი.
კომენტარები