• რეკლამა
  • კონტაქტი
00:22, შაბათი, 15 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„86 წლის კაცი, ამ გაგანია კოვიდში, უნდა გაიქცეს თურმე საჯარო რეესტრში და ახალი პინი აიღოს უფასო პარკირებისთვის!“ – თეა გვასალია

ალია ავტორი - ალია
03:49 07-19-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

ყოფილი ტელეწამყვანი, თეა გვასალია:

„როგორც მოსალოდნელი იყო, დამავიწყდა „თბილისის პარკირების“ კოდი. უფრო სწორად, მეგონა მანქანის სერია და ნომერი შევიყვანე კოდად, მაგრამ სისტემამ მითხრა, არა გენაცვალე, ან შენი სახელი და გვარი გეშლება, ან კოდიო და შეშინებულმა კოდი მეშლება, კოდითქო, ვიყვირე, პირველად ხდებოდა თუ რა. მოკლედ, ვიარე ასე უკოდოდ, „ზაიჩიკად“ და სინდისის ქენჯნით თბილისის პარკირებამისჯილ ქუჩებში და დღეს რომ დოლიძეზე ჩემნაირებისთვის გახსნილი მერიის ჯიხური დავინახე, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ჯიხურში ორი უსაყვარლესი გოგო იჯდა და ერთმა მათგანმა მოთმინებით გამატარა თავიდან რეგისტრაციის ჩემთვის რთული და ჩახლართული პროცესი. რომ მეგონა ყველაფერს მოვრჩით თქო, გოგონა მეუბნება, არ გინდათ უფასოდ პარკირების რეგისტრაციაც გაიაროთო? სიტყვა „უფასო“ არ მიყვარს და კი არიან ოკუპანტები, მაგრამ ამ საკითხში სრულად ვეთანხმები რუსულ გამონათქვამს, უფასო რომ მარტო ყველი არსებობს სათაგურში. გაირკვა, რომ აგვისტოდან დოლიძეზეც ფასიანი გახდებოდა პარკირება და თუ ახლოს ვცხოვრობდი, ანუ ცენტრალური ქუჩიდან 100 მეტრის რადიუსში, დოლიძეზე უფასო პარკინგი მეკუთვნოდა. ოღონდ იმ 100 მეტრში მდებარე სახლის მესაკუთრე მე უნდა ვყოფილიყავი. აი, სად ვინატრე ზოშჩენკო თუ არა, ჟვანეცკი მაინც.

მოკლედ, ბინა, რომელიც ჩემია, მაგრამ ახლა არ ვცხოვრობ, 104 მეტრით აღმოჩნდა დოლიძიდან დაშორებული. სადაც რეალურად ვცხოვრობ, ის სახლი, ბოლო სადარბაზოდან თუ გაზომავდი ვერა, მაგრამ პირველიდან თუ გაავლებდი სწორ ხაზს დოლიძემდე, კი ჯდებოდა 100 მეტრის რადიუსში. მაგრამ ის მამაჩემის სახელზეა. აქედან კარგად წაიკითხეთ, თქვენც გამოგადგებათ. მოკლედ, ასეთ შემთხვევაში საჭიროა ბინის მფლობელის თანხმობა. კი ბატონო, აქამდე გასაგები და ლოგიკურია ყველაფერი, მაგრამ თუკი ბინის პატრონს ორ წელიწადნახევრის წინ აქვს აღებული აიდი ბარათი, ვერანაირ თანხმობას ვერ მოგცემთ, ანუ მამაჩემი, თავისი პირადობის მოწმობით, ხელისმოწერით და კეთილი ნებით, რომ მისმა შვილმაც გააჩეროს მანქანა უფასოდ დოლიძეზე, სადაც ისედაც ასე აჩერებდა ბოლო 30 წელიწადი, არაა საკმარისი. 86 წლის კაცი, ამ გაგანია კოვიდში, უნდა გაიქცეს საჯარო რეესტრში და ახალი პინ თუ სიმ თუ რაღაც ასეთი სამასოიანი კოდი მოითხოვოს და ამ კოდით ხელში მიადგეს ზემოთხსენებულ ჯიხურს.

ორი კითხვა მაქვს მერიასთან. 1. სამი წლის წინ რომ ქონდეს მამაჩემს აიდი ბარათი აღებული, რა ლოგიკით ვერ უნდა მაძლევდეს თანხმობას? და 2. ოქტომბერში რომ არჩევნები გაქვთ, ხომ გახსოვთ“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

12:23 11-14-2025
“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო
ახალი ამბები

“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო

12:11 11-14-2025
მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved