საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 838 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 26 ადამიანი, ხოლო 1515 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 369 886-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 373 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 355 127 პირი.
კომენტარები