Google Chrome-მა ლოგო შეცვალა. დაკვირვებული თვალის გარეშე კი, მისი შემჩნევა რთულია.
აქამდე არსებული ლოგო 2014 წელს შეიმუშავეს. როგორც კომპანიაში ამბობენ, ის დახვეწეს.

როგორც ირკვევა, ლოგოს 3D გამოსახულება 2D-თი შეცვალეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ფერების გარდამავალ ადგილებზე ჩრდილების ეფექტი მოხსნეს და ტონები გაამკვეთრეს. ამასთან, გაზარდეს ცენტრში განთავსებული ცისფერი რგოლის ზომა.

კომენტარები