• რეკლამა
  • კონტაქტი
17:43, სამშაბათი, 19 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“8 წლის  განმავლობაში უკრაინელი ერი ჯუჯა პუტინს საკუთარ შვილებს სწირავდა” – ალა დუდაევა

ალია ავტორი - ალია
19:42 03-21-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
680
ჯოხარ დუდაევის ცოლის, ალა დუდაევას წერილი უკრაინელებს:
“ძვირფასო უკრაინელებო!
2014 წელს მაიდანზე მარტო არ იყავით. ჩვენ ვერ ვშორდებოდით ტელეეკრანებს, მთელი გულით ვღელავდით და თანაგიგრძნობდით. მსოფლიო აღფრთოვანებული იყო უკრაინელი ხალხის მიერ იანუკოვიჩის რეჟიმზე გამარჯვებით. ამის შემდეგ უკრაინელმა ხალხმა აირჩია განვითარების დემოკრატიული გზა და განსაზღვრა თავისი მომავალი, აღიარა დასავლური ღირებულებები, მაგრამ რუსეთს, როგორც ყოველთვის უცხო ტერიტორიიდან მიწების მოგლეჯა სურდა. შეიერთა ყირიმი, ქვეყნის აღმოსავლეთით შექმნა პრორუსული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რეგიონები და მათი იარაღითა და ტერორისტებით მომარაგება დაიწყო. უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გამოუცხადებელ ომს „ატო” ეწოდა და 8 წლის  განმავლობაში უკრაინელი ერი ჯუჯა პუტინს საკუთარ შვილებს სწირავდა, შემდეგ კი მუხლდაჩოქილი, საკუთარ შვილს უკანასკნელ გზაზე აცილებდა. საუკეთესო შვილების, გმირების დაკარგვის გამო, ერი წლიდან წლამდე სისხლისგან იცლებოდა. უკრაინელ ხალხს ბევრი ტკივილი და მწუხარება დაუგროვდა. ახლა კი შურისძიების დრო დადგა. თქვენი მტერი – აგრესორი რუსი თქვენს სახლში შემოიჭრა და აპირებს რომ თავისუფალი უკრაინელები, რუსების მსგავს მონებად აქციოს. ახლა პუტინმა ფართო მასშტაბიანი ომი და დამოუკიდებელი უკრაინული სახელმწიფოს წინააღმდეგ ღია აგრესია დაიწყო.
24 თებერვლის დილის 5 საათზე, რუსეთი შეეცადა ბლიცკრიგი მოეწყო, ზუსტად ისეთი, როგორც ფაშისტურმა გერმანიამ 1941 წელს. უკრაინული აეროდრომების დასაბომბად რაკეტები ისროლეს, რუსული სამხედრო კოლონები და ჯავშანტრანსპორტიორები ყველა მხრიდან მოდიოდნენ, ხოლო რუსული თვითმფრინავები კი უკრაინულ ქალაქებს ბომბავდნენ. თუმცა, უკრაინელმა ერმა ერთიანობა გამოიჩინა, შეიკრიბნენ ზუსტად ისე როგორც მეიდანზე და რუსული არმიის იერიშები მოიგერიეს. ვისაც შეიარაღება არ ჰქონდა, ზუსტად ისევე როგორც ჩეჩნები, ჩეჩნეთ-რუსეთის ორ ომში იქცეოდნენ, მოლოტოვის კოქტეილების მომზადება დაიწყეს და რუსულ ტანკებსა და ჯავშანტრანსპორტიორებს აფეთქებდნენ.
უკრაინელმა ერმა სამხედრო სიმამაცისა და ძლევამოსილების სასწაული გამოავლინა. გამოჩნდნენ ახალი გმირებიც. პუტინი მიხვდა რომ მისი ელვისებური ომის -ბლიცკრიგის- გეგმა ვერ შედგა და რომ რუსული არმია ხანგრძლივი ომისთვის მზად არ იყო, ამიტომ ახლა პრეზიდენტ ზელენსკისთან მინსკში მოლაპარაკებების დაწყების შეთავაზება დაიწყო. თუმცა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სამშვიდობო მოლაპარაკებები რეკომენდებულია არა ბელარუსში, არამედ მხოლოდ ნეიტრალურ ქვეყანაში. პუტინის ფსიქოლოგიურმა ომმა, ანუ დაშინებამ, წარმატება ვერ მოიპოვა, პირიქით საპირისპირო შედეგი მოიტანა და კრემლის გეგმების წინააღმდეგ მთელი უკრაინელი ერი გაერთიანდა. ერთი ჩეჩენი, რომელიც 16 წლის ასაკში ფაშისტურ-რუსულ საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა, 19 წლის, უკვე ჩეჩნეთ- რუსეთის მეორე ომში იბრძოდა, ხოლო 21 წლის კი მეთაური გახდა. ის 22 წლის ასაკში დაიღუპა, გამთენიისას ზუსტად ისე დაიღუპა, როგორც თავის ლექსში იწინასწარმეტყველა.
« Я уйду на рассвете, в предназначенный час. И меня на планете не будет средь вас. Окружение все туже, но душа, не страшись…Смерть живая не ужас, ужас мертвая жизнь!»
ეს სიტყვები ყველა ჩვენგანს ეხება. რუსეთის წინააღმდეგ უკრაინას მხარს უჭერენ. სამხედრო დახმარებით, ან სანქციებით ეხმარებიან ამერიკა, ევროპა, თურქეთი, იაპონია, საქართველო და კიდევ ბევრი მეგობარი ქვეყანა მსოფლიოს მასშტაბით.
ამასთან, ყოფილი საბჭოთა ქვეყნები და ოკუპირებული ერები იმედის თვალებით გიყურებენ და უკრაინელი ერის დიადი გამარჯვების სჯერათ. მათ სწამთ ნათელი მომავლის, სწამთ რომ პრეზიდენტ ჯოხარ დუდაევის სიტყვების აღსრულების დრო დადგა „რუსეთი მაშინ მოკვდება, როდესაც უკრაინის მზე ამოვა“. მაშინ, როდესაც უკრაინის ყვითელი და ცისფერი ფერის დროშა, ცისფერი ცა და ყვითელი ხორბლის ყანა, მცხუნვარე მზე, ბავშვის თვალებში გაანათებს და უფროსების თვალებში როგორც სიყვარული აისახება. სიყვარული ჩვენი სამყაროსადმი, სამყაროსადმი ომისა და ძალადობის გარეშე!”
თეგები: რუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved