• რეკლამა
  • კონტაქტი
20:36, პარასკევი, 10 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

8 ნიშანი, რომ კოვიდ19-ი სისხლშია – რა კავშირშია გამონაყარი და კიდურების დაბუჟება ვირუსთან?

ალია ავტორი - ალია
14:40 11-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
155

უცხოური გამოცემა „Eatthis,Notthat“ 8 ნიშნის შესახებ გვიყვება, რომელიც სისხლში COVID-19-ის არსებობაზე მიუთითებს.

COVID-19 არის რესპირატორული დაავადება, რომელიც თავს ესხმის თქვენს ფილტვებს, თუმცა ექიმები, მკვლევარები და სხვა სამედიცინო ექსპერტები კვლავ სწავლობენ, თუ რა ზიანს აყენებს იგი სისხლს. აქ მოცემულია ყველა გამაფრთხილებელი ნიშანი და სიმპტომი, რომელსაც COVID-19 იწვევს სისხლში:

1. თრომბოციტების მომატება

ექიმები ადასტურებენ, რომ კოვიდ-19-სას პაციენტებს თრომბოციტები ემატებათ და სისხლის შედედების ალბათობა მათ ორგანიზმში იმატებს.

პათოლოგიური სისხლის შედედება კორონავირუსულ პაციენტებში, განსაკუთრებით მათში, ვინც ქრონიკულად არის დაავადებული – უპრეცედენტოა”, – განუცხადა CNN- ს ნიუ იორკის ვეილ კორნელის მედიცინის ჰემატოლოგმა ჯეფრი ლორენსმა.

2. ღრმა ვენების თრომბოზი

ღრმა ვენების თრომბოზი ეწოდება სისხლის შედედებული მასის, კოლტის ჩამოყალიბებას ფეხის, ბარძაყის, მენჯის ან მუცლის ძირითად ღრმა ვენებში. შედეგადაც ფერხდება ვენური დინება და ქვედა კიდურების შეშუპება და ტკივილი გამოიკვეთება. ვენური თრომბოზი, ასევე, შეიძლება განვითარდეს ზედა კიდურებში ან სხვა მიდამოებში, როგორებიცაა კარის, მეზენტერული, საკვერცხის და ბადურას ვენები. ვენური თრომბოზის განვითარება შესაძლებელია თავის ტვინის ვენებსა და ვენურ სინუსებშიც. აგრეთვე, ხშირია ზედაპირული ვენისა და კუნთოვანი ქსოვილის ზედაპირზე არსებულ ვენებში განვითარებული თრომბოზი.

3. სხეულის შეშუპება და დაბუჟება

სისხლის შედედებას შეუძლია შეწყვიტოს სისხლის მიმოქცევა თქვენს სხეულში. თრომბოზის კვლევაში გამოქვეყნებულმა ერთ-ერთმა ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ 184 პაციენტიდან 31 პროცენტს აღენიშნებოდა თრომბოზული გართულებები. ერთ – ერთი პირველი ნიშანი თრომბოზისა არის კიდურებში ტკივილის შეგრძნებას, დაბუჟება ან შეშუპება.

4. უცნაური გამონაყარი ან ფერის შეცვლა

დოქტორი ალისა ფემია, დერმატოლოგი და აუტოიმუნური შემაერთებელი ქსოვილის დაავადების სპეციალისტი NYU Langone- ში, საუბრობს იმაზე, რომ კორონავირუსს უკავშირდება კანის გამოვლინებებიც – მათ შორის უცნაური გამონაყარი და ფერის შეცვლა. ამერიკის დერმატოლოგიის აკადემია აწარმოებს სიმპტომების რეესტრს, რათა აღრიცხოს, გამოიკვლიოს, თუ რატომ ვლინდება ვირუსი კანზეც. დოქტორმა ფემიამ ახლახანს განუცხადა Time- ს, რომ ზოგიერთი წინასწარი გამოკვლევის თანახმად ამ უცნაური სიმპტომის მიზეზი შეიძლება სისხლის ნაკადის პრობლემა იყოს.

5. ინსულტის ნიშნები

COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებს, მათ შორის ახალგაზრდებს, ინსულტის ნიშნები აქვთ, რაც სისხლის შედედებას უკავშირდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მათ უმრავლესობას ვირუსამდე ინსულტის ნიშნები არ აწუხებდათ.

“ვხედავთ ახალგაზრდებს, რომლებსაც მხოლოდ ხველა აღენიშნებათ მცირედი, ან საერთოდ არა აქვთ ვირუსული სიმპტომი, მაგრამ მათ აქვთ ინსულტის ნიშნები. ეს უკავშირდება სისხლის შედედებას”

6.თრომბები ავსებს თქვენს ფილტვებს

კვლევამ აჩვენა, რომ თრომბები ფილტვებს ახშობს და აძნელებს სუნთქვას.

Lancet რესპირატორულ მედიცინაში გამოქვეყნებულმა ერთმა ახალმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ სწორედ თრომბები ახშობს კორონავირუსით დაავადებულ ფილტვებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კვლევაში მონაწილე ათივე პიროვნება, რომელთა სხეულიც შეისწავლეს გაკვეთის დროს, იყვნენ რისკ-ჯგუფში, როგორიცაა მაღალი წნევა, დიაბეტი და სიმსუქნე.

7. ფეხის თითების შეშუპება, ფერის შეცვლა

კოვიდპაციენტებმა აღნიშნეს, რომ ფეხის თითები უშუპდებათ და ფერი ეცვლებათ. ექსპერტები თვლიან, რომ ანთებითი მდგომარეობა თრომბის შედეგია. ”შესაძლებელია ეს იყოს კანის რეაქცია ან გამოწვეული იყოს თითებში აღმოჩენილი სისხლძარღვების მცირე დაბლოკვით ან მიკროკომბინაციით”, – განმარტა კლივლენდ კლინიკის პულმონოლოგმა დოქტორმა ჰუმბერტო ჩოიმ სამედიცინო ცენტრის ვებ – გვერდზე განთავსებულ ბლოგზე.

8. გულის შეტევა ან გულის სხვა დაზიანება

”თრომბმა შეიძლება გაანადგუროს თქვენი გული, კორონავირუსი ასუსტებს გულის კუნთებს და იწვევს მცირე ზომის თრომბის გამო საშიშ არითმიებსა და გულის შეტევებს”, იუწყება Washington Post. თუ გულის ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა შეგექმნათ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით სპეციალისტს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved