• რეკლამა
  • კონტაქტი
03:18, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

8 ივლისს “ნაცმოძრაობის” ყრილობა გაიმართება

ალია ავტორი - ალია
11:55 07-05-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
126

„პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და მიმდინარე წლის 8 ივლისს მოხდება პარტიის ყრილობის მოწვევა, სადაც მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განხილული – თინათინ ბოკუჩავას კანდიდატურა დამტკიცდება პარტიის ყრილობის მიერ, ლევან ხაბეიშვილი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოზიციას დაიკავებს. იმავდროულად იქნება პრეზენტაცია იმ სიახლეების, რომლებიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აქვს საარჩევნო კამპანიასთან მიმართებით.“ – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა, 4 ივლისს გამართულ პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებით

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთობა. ერთობასთან დაკავშირებით ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა, ჩვენ მზად ვიყავით და მზად ვართ იმისთვის, რომ ამ ერთობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეგვეტანა, საუბარი იყო ერთიან სიაზეც, პარტიის ნომერზე და სახელწოდებაზე უარის თქმაზეც და ა.შ.

ერთობაზე შეთავაზება ჩვენი პოლიტიკური პარტნიორებისათვის ოპოზიციური ველიდან რჩება და დარჩება მანამ, სანამ საქართველოს კანონმდებლობით პოლიტიკური პარტიების სიების წარდგენის ვადა არ ამოიწურება, თუმცა იმავდროულად ჩვენ ვერ გავჩერდებით, წინასაარჩევნო კამპანია უკვე მიმდინარეობს, ჩვენ უნდა დავიწყოთ ჩვენს ამომრჩევლებთან ურთიერთობა და კონტაქტი, ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ სიახლე შევთავაზოთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. ამიტომ ამ სიახლეების პრეზენტაცია და ცალკეული ელემენტები იქნება ყრილობაზე.

როდესაც ვსაუბრობთ ერთობაზე იცით, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას უკვე აქვს კავშირი სტრატეგია აღმაშენებელთან, იმავდროულად სხვა პარტიებთან მიმართებაში ეს შეთავაზება კვლავ აქტუალურია და ძალაშია, თუმცა ჩვენ ერთობას გავაფორმებთ საქართველოს ხალხთან, საზოგადოებასთან! ამ ერთობაში მონაწილეობას მიიღებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, დიპლომატიური და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, რომელთაც ხშირად შეიძლება ბევრად უფრო მეტი ელექტორალური წონა ჰქონდეს, რომელიმე ზოგიერთ პარტიასთან მიმართებაში.

ამიტომ ამ მხრივ ეს პროცესი დაწყებული იქნება 8 ივლისს, გარკვეული სიახლეები და შეთავაზებები იქნება საზოგადოებისთვის, თუმცა ბუნებრივია წინასაარჩევნო კამპანიის ამოწურვამდე ჩვენ მზარდი ტალღა გვექნება ასეთი შემოდინებების და საზოგადოება ბევრ საინტერესო ადამიანს იხილავს ერთიანი ნაციონალური გარშემო.“- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved