8 გარდაცვლილი და 1 დაკარგული – ასეთია ბოლო მონაცემები ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთიდან. სტიქიის ზონაში დაბალი ხილვადობის გამო წუხელ გვიან ღამით შეწყვეტილი სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან აქტიურად გრძელდება.
ადგილზე მობილიზებულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა. მეწყრულ ზონასთან ახლოს მცხოვრები 7 ოჯახი უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი. შეგახსენებთ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში გუშინ განვითარებულმა მეწყერმა ოთხი საცხოვრებელი სახლი მოიყოლა, სტიქიას უკვე 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კომენტარები