• რეკლამა
  • კონტაქტი
06:08, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

78 წლის ქალი ძროხასთან ერთად გომურში ცხოვრობს – “არც ტელეფონი მაქ, არც რადიო, აღარც ოცნება მაქ რამე”

ალია ავტორი - ალია
18:54 04-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

„მეც აქა ვარ გომურში. ამხანაგივითა მყავ. ეს ერთი ქოხი მაქვს და ესეც არ არი ჩემი. ბარემ მინდოდა, რომ სახლი მქონოდა. საქონელი რო მყავდა, ვყიდიდი. ვაქუჩებდი ფულსა, მაგრამ 2018 წელს დამაყაჩაღეს და დავრჩი ხახამშრალი. ჩაიარა, წყალმა წაიღო. აღარაფერი ოცნება არ მაქ.

საბედა წიკლაური. გუდამაყრიდან ვარ. 1942 წელს დაბადებული. შვილები არ მყავ, მარტო ვცხოვრობ აქ.

ხორხში დავიბადე და გავიზარდე, იქედან მერე ფერმაში გამიყვანეს. ძალით წამიყვანეს ფერმაში. მწველავი სჭირდებოდათ. 30-ისა ან ნაკლებისა ვიქნებოდი. მერე დავრჩი და დავრჩი იმ ფერმაში, ძროხებსა ვწველავდი.

აქ ჭალა არის, ხორხი ზეითაა. იქნება 10 წელი, აქ ვცხოვრობ. მერე ფერმა გაიყიდა. იქ აღარ მაყენებდნენ, ეს ჩვენი ადგილიაო, გადიო. აქ, ამის პატრონი ვნახე და ვუთხარ, ესე-ესეა და დამეხმარე, დამაბმეინე მეთქი ძროხები. დააბიო და დავაბი. დავრჩი და დავრჩი.

ერთი ძროხა მყავს. ხორცეულსა, ქონსა და ეგეთ რაღაცეებს ვერა ვჭამ. რძეს მოვწველამ, შავდღვებავ და ერბოს გავაკეთებ. უნდა მოუარო, ჭამა ხო მინდა.

ნეტა გლეხს ვინ დაეხმარება. მე ვერცა მივდივარ და ვინ ეტყვის მთავრობას რამეს. შეშის დაჭრას ხან ჩემი ძმისშვილს ვეხვეწები, დაჭერ, ფული უნდა მივცა, ხან სხვას. აქეთ ერთი კაცი ცხოვრობს, ჯემალი, მიდის ხოლმე თავის მანქანითა, მივცემ ფულსა. იმას ვაბარებ ფქვილსა. ავტობუსი არ დადის. კარგა ხანია ქვევით არ ვყოფილვარ.

არც ტელეფონი მაქ, არც რადიო მაქ. წყალი იმათ კარებიდან გამომაქ.

7 ძმისშვილი გავზარდე. ფერმიდან გამოვიქცეოდი, წამოვიდოდი მაგათ გულისთვინ და მიმქონდა თუკი რამე მქონდა. ეხლა აღარ მიგდებენ ყურსა. ისე გავზარდე უფროსი რო, აი თითქოს საკუთარია. ეხლა უგონთა ვარ, ეხლა სულელი ვარ, ეხლა დატანჯული ვარ. აბა, სატირალი არ არი?“

საბედა ბებოსთან ახლაც მიიტანეს პროდუქტი – „ბევრი პროდუქტები მამიტანეს და წავაღებინე იოსებთანა. ის ცუდად არის, კარგი ადამიანია იოსები. სხვა მარტოკანებიც არიან აქა, ხორხში“

გასული წლის მიწურულს, „მთის ამბებმა“ მთაში მცხოვრები მარტოკაცების მხარდამჭერი ფონდი შექმნა. ფონდში შემოწირულების განხორციელება ყველას შეუძლია, ვისაც მთის სოფლებში მარტოკაცების მხარდაჭერა სურს. 5 აპრილს, კვირას, ხორხის ხეობაში, გუდამაყარსა და ხადის ხეობაში მცხოვრებ მარტოკაცებსა და მარტოქალებს, ფონდის მხარდაჭერით, 200 ლარიანი სასურსათო პაკეტები გადავეცით, საბედა წიკლაური მაშინ გავიცანით. ის დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო ხორხში ცხოვრობს (ჭალაში). გაუსაძლის და ღირსების შემლახველ პირობებშია. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

წლების განმავლობაში დუშეთის მერიიდან და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან არავის მოუკითხავს. არც მაშინ, როცა დააყაჩაღეს და ძროხების გაყიდვიდან, პენსიითა და სოციალური დახმარებით შეგროვილი თანხა წაართვეს. ვკითხეთ, მოხუცთა თავშესაფარში გადაყვანაზე რას ფიქრობდა. უარი თქვა. აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, სიმწრითა და ტანჯვით აქამდე მოვსულვარ და აქვე მოვკვდებიო. ხორხის ხეობის დატოვება არ უფიქრია. უჭირთ მოხუცებს მშობლიურ სოფლებთან განშორება, მთაში განსაკუთრებით.

რამდენჯერმე ვცადეთ დუშეთის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან დაკავშირება. სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. დუშეთის მერის მოადგილემ, ზაქარია ხეხელაშვილმა, რომელიც სოციალურ საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობს, გვითხრა, რომ უსახლკარო ხანდაზმულის, საბედა წიკლაურის შესახებ მერიაში არაფერი იციან.

ვიწყებთ კამპანიას #საბედაბებოსთვის

შეგროვილი თანხის რაოდენობის მიხედვით თქვენთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, საბედა ბებოსთვის ხორხის ხეობაში პატარა სახლი შევიძინოთ თუ მიწის ნაკვეთი მოვძებნოთ და ხის სახლი დავუდგათ.

შემოწირულება შეგიძლიათ გააკეთოთ საბანკო გადარიცხვით:

  • ანგარიშის ნომერი: GE51LB0115195065049003
  • ბანკის კოდი: LBRTGE22
  • მიმღები: ააიპ სამოქალაქო აქტივობების ცენტრი
  • დანიშნულება: #საბედაბებოსთვის

მთის ამბები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved