• რეკლამა
  • კონტაქტი
02:11, კვირა, 29 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

7300 რაკეტა ერთ დღეში – რა მოხდებოდა ისრაელს რომ რკინის გუმბათი არ ჰქონოდა? – ლაშა შაყულაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:08 10-20-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
240

მეცნიერი, თელ ავივის უნივერსიტეტის, ებრაისტიკის ევროპული ინსტიტიტუტის „პაიდეია“ და ოქსფორდის უნივერსიტეტის იშვიათ ებრაულ ენათა სკოლის კურსდამთავრებული, ბრიტანული Polonsky-ის პრიზიორი, ლაშა შაყულაშვილი:

არა, დღეს მე არც მიმოხილვას შემოგთავაზებთ და არც ფაქტებს ჩამოგირაკრაკებთ. ციფრებით გეტყვით იმ რეალობას, რომელიც ამ წამს ისრაელშია: 19 ოქტომბრის დილის 11 საათის მონაცემებით ისრაელს ჰამასმა და ჰეზბოლამ 7300 რაკეტა ესროლეს; აქედან 450 თავად ღაზას სექტორში ჩამოვარდა. ისრაელში, 7 ოქტომბერს, ერთ დღეში და წარმოუდგენელი სისასტიკით 1400 ადამიანი მოკლეს; გაიტაცეს 203 და მძიმედ დაჭრეს 4300-ზე მეტი ადამიანი. ისრაელში ჩამოვარდნილი რაკეტებიდან 4 აშკელონის ბარზილაის საავადმყოფოს დაეცა. არა, მედიას ეს არ აინტერესებს.
ისრაელს რომ რკინის გუმბათი არ ჰქონდეს – ამ 7300 რაკეტის აფეთქების შედეგად სტატუსის დამწერი კი არადა ეს ბევრისთვის წმინდა მიწა უკვე მტვრად ქცეული იქნებოდა.
ისვრის ვინ? ჰამასი და ჰეზბოლა, რომლებმაც აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა 2008 წლის 27 აგვისტოს აღიარეს. ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასი, რომელიც რუსეთში საქველმოქმედო ორგანიზაციად არის აღიარებული.
ამ 7300 რაკეტას რომ გვესვრიან – წინასწარ გვაფრთხილებენ თუ ივრითზე დაბეჭდილ და გამაფრთხილებელ თეთრ ქაღალდებს თავზე ციდან გვაყრიან?
მე ყველა ბავშვი მეცოდება. მკვდარ ბავშვს ღმერთის წინაშე გარჩევა არ აქვს. მე მეცოდება სამხრეთ ისრაელში მშობლებზე მიბმული და ერთად დამწვარი, თავმოკვეთილი, საწოლში ჩაცხრილული, დედის მუცლიდან ამოგლეჯილი და დაჭრილი, თავშესაფარში ნაღმით აფეთქებული და ამ ყველა სისასტიკის დროს ტერორისტების მიერ ფოტო-ვიდეო კადრებზე აღბეჭდილი ბავშვი. მეცოდება ყველა პალესტინელი ბავშვი, რომელიც ჰამასმა უსაფრთხო კორიდორზე გასვლილსას წინასწარ დანაღმულ ველზე გაატარა და ააფეთქვა; ბავშვი, რომელსაც ჰამასი სამხრეთ ღაზაში გადასვლის უფლებას ართმევს, რათა ის ისრაელის რაკეტამ მოკლას და შემდეგ მისი სიკვდილით სამყაროს ყურადღება მიიქციოს; მეცოდება ყველა პალესტინელი ბავშვი, რომელსაც ჰამასი სიკვდილისათვის წირავს, რათა ისრაელს მოკლული ბავშვების სტატისტიკით ეთამაშოს და ამაში მთელი სამყარო ჩაგითრიოთ.
შუა აღმოსავლეთის და ტერორიზმის საკითხის ყველა ის ექსპერტი და მკვლევარი, რომლებიც აქამდე გასუსულები ხართ და ხმას არ იღებთ, ამ ჯოჯოხეთის დასრულებას და მშვიდობის მტრედად კურთხევას ელით – ძალიან ხომ არ გაგიგრძელდათ ჩემს ზურგს ამოფარება?
თეგები: ისრაელილაშა შაყულაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს  და მრავალფეროვან პაკეტებს შეთავაზებს მომხმარებლებს უქმეებზე
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს  და მრავალფეროვან პაკეტებს შეთავაზებს მომხმარებლებს უქმეებზე

09:00 03-28-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved