ბერძნულ მედიაში ქართველების დანაშაულებრივი ჯგუფის დაკავების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
ქართველების ჯგუფი ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში, მრავალჯერად ძარცვაშია ეჭვმიტანილი. მათ მინიმუმ 24 ძარცვა მოაწყვეს.
ბერძენმა სამართალდამცებმა ქართველების ჯგუფი 4 დეკემბერს დააკავეს და მათგან ძვირფასეულობა, ნაღდი ფული, მობილური ტელეფონები და საბანკო ბარათები ამოიღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამრღვევები ქუთაისისა და კასპის მკვიდრები არიან.
წელს საბერძნეთში ეს ქართველების მასშტაბური დაკავების მეორე შემთხვევაა: მანამდე ათენში, ქართველ მძარცველთა 9 კაციანი დაჯგუფება დააკავეს.
კომენტარები