• რეკლამა
  • კონტაქტი
18:42, შაბათი, 18 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

7000-ლარიანი ფეხსაცმელი, 3000-ლარიანი საათი – რას ინახავდა პოლიციელი მანქანაში, რომლის დაწვასაც ლაზარეს ედავებიან

ალია ავტორი - ალია
22:39 06-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,681

დღეს საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მოწმის სახით დიდუბე–ჩუღურეთის პოლიციის უფროსის მოადგილე გიორგი მაისურაძე გამოიკითხა. სწორედ მისი ავტომობილის დაწვას ედავება პროკურატურა ბრალდებულ გრიგორიადისს. 

დღევანდელ პროცესზე, ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ თქვა, რომ მაისურაძე თავის ჩვენებაში ჰყვება, რომ მანქანაში, რომელიც მარტის აქციებზე დაიწვა მისი პირადი ნივთებიც იყო. ჯამში ის 10 000 ლარზე მეტი ოდენობის პირადი ნივთების დაწვაზე საუბრობს. 

7 000-ლარიანი ფეხსაცმელი, 3 000-ლარიანი საათი, 1 300-ლარიანი სათვალე – გიორგი მაისურაძემ სასამართლოში დაადასტურა, რომეს ნივთები ნამდვილად მას ეკუთვნოდა, არ უარყო არც მათი ღირებულება და თქვა, რომ ყველა თავად შეიძინა და გადაიხადა საკუთარი,,ბარათით’’.

მას შემდეგ, რაც სამართალდამცველმა ეს დაადასტურა, გრიგორიადისის ადვოკატები გიორგი მაისურაძის ხელფასით დაინტერესდნენ. როგორც ლაზარეს ადვოკატმა პროცესზე თქვა, რთული დასაჯერებელია, რომ საჯარო მოხელეს თავისი ხელფასი ჰყოფნოდა ამ ნივთებისშესაძენად.

გრიგორიადისის ადვოკატი მოწმეს: საკმაოდ ძვირადღირებულ ნივთებზე გაქვთ საუბარი, რომელიც დაგიზიანდათ ამ ავტომანქანის დაწვის შედეგად. ეს ნივთები თქვენ გეკუთვნოდათ?

გიორგი მაისურაძე: კი, მე მეკუთვნოდა. და ბარათით ვიხდიდი ყველაფერს მაღაზიაში.

ლიკა ბითაძე: თქვენ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე ბრძანდებით, ხო?

გიორგი მაისურაძე: დიახ.

გრიგორიადისის ადვოკატი: ხელფასი რამდენი გაქვთ?

ამ შეკითხვას სასამართლოს დარბაზში ხმაური მოჰყვა. შეკითხვა არ მოეწონა და გააპროტესტა პროკურორმა. მისი თქმით, პროკურატურა არითხოვს ბრალდებულისგან ამ ნივთების განადგურებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და ეს საკითხი არ იყო საქმესთან კავშირში. 

იგივე თქვა მოსამართლე ზვიად შარაძემაც.  მოსამართლის თქმით, „კითხვას არ ჰქონდა შემხებლობა ფაქტთან დაკავშირებით”. 

ლიკა ბითაძე, გრიგორიადისის ადვოკატი: გიპასუხებთ, რატომ აქვსშემხებლობა, ბატონო მოსამართლე. ბრალდებულს ედავებიან მანქანის გადაწვასდა ის ნივთები, რაც მანქანაში ელაგა, ფასიანია და გამოდის, რომ ედავებიან იმზიანის ანაზღაურებასაც, რაც დაიწვა. ვეკითხები, თუ რეალურად ელაგა იმმანქანაში, ხელფასი რამდენი აქვს? 10 000 ლარზე მეტის ღირებულების ნივთებია ჩამოთვლილი და როგორ დავიჯერო, რომსაჯარო მოხელის ხელფასი საკმარისია ამნივთების შესაძენად.

მოსამართლე შარაძე: ერთი წამით, გავიგე. ღირებულებასთან მიმართებაშიხელფასი მესმის და დარწმუნებული ვარ, 2 000 ლარზე მეტი არ ექნება. ამაზე არც არისსაუბარი…

…3 000 ლარიც რომ გქონდეთ, საიდან იყიდეთ, ამაზე არ ვდავობთ. როგორ დაზოგა ხელფასი და რამდენი ჰქონდა ანაბარზე, ამას არ განვიხილავთ.

ამ საკითხზე საუბარი პროცესზე სწორედ მოსამართლის გადაწყვეტილებით დასრულდა.


გიორგი მაისურაძეს დღევანდელ პროცესზე არ უთქვამს, რომ პოლიციის ავტომანქანა ლაზარე გრიგორიადისმა დაწვა. მის მიმართ ერთ-ერთი ბრალდება კი სწორედ პოლიციელის ავტომობილის დაწვაა. ლაზარეს მორიგი პროცესი 27 ივნისს გაიმართება.

წყარო: ,,პუბლიკა”

თეგები: ლაზარე გრიგორიადისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
თიბისი x ილია თოფურია –  თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა

12:14 10-17-2025
თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები

17:56 10-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved