• რეკლამა
  • კონტაქტი
00:58, შაბათი, 3 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

7 ჭურვი ჩემგან 10 მეტრის დაშორებით ჩამოვარდა, ვითხოვთ შველას – ქართველი მეზღვაური ოდესაში

ალია ავტორი - ალია
16:28 07-24-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,421

დღეს დილით ოდესის ოლქში ქართველი მეზღვაურები დაბომბვაში მოყვნენ. ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევის შედეგად რენის პორტში, არსებული ცნობებით, არავინ დაშავებულა.

გამოცემას მეზღვაური მარად აბაშიძე უყვება, რომ ბერძნული კომპანიის გემი “აკომენა”, რომელიც მალტის დროშის ქვეშ ცურავს, სამი დღეა რენის პორტშია გაჩერებული.

მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ, თუმცა არ იციან ვის მიმართონ, რომ პორტიდან უსაფრთხოდ გავიდნენ.

“გამთენიას სიკვდილს ჩავხედე თვალებში, 7 ჭურვი ჩემგან 10 მეტრის დაშორებით ჩამოვარდა…მაშინვე ყველა გავაღვიძე, როგორც კი, პირველი ჭურვის ჩამოვარდნის ხმა გავიგე. ვიდეოც გადავიღე და აი, გემბანზე პატარა კიბე რომ ჩანს, იქ ჩავწექი, სხვებიც ჩაწვნენ გემბანზე. სულ 7 აფეთქების ხმა გავიგე ჩემგან ძალიან ახლოს…ძირითადად განადგურდა პორტის რამდენიმე საწყობი, გემზე ჭურვი არ ჩამოვარდნილა, თუმცა ვნახეთ ანასხლეტები…რენი რუმინეთის საზღვართანაა, ჩვენ უკრაინის მხარეს ვდგავართ. გემის ჩატვირთვა შეწყდა და პორტიც დაცარიელდა, აქ აღარავინ რჩება. არ ვიცი, ვინ უნდა დაგვეხმაროს, ვითხოვთ ყურადღებას,” – ამბობს “ბათუმელებთან” ქართველი მეზღვაური, მარად აბაშიძე და შველას ითხოვს. მისი თქმით, გემზე მასთან ერთად კიდევ 5 ქართველი და 11 უკრაინელი მეზღვაურია. გემზე ოდესიდან ელიან წარმომადგენელს და მეზღვაურებს ავტობუსებით სამშვიდობოს გაყვანას დაჰპირდნენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved