• რეკლამა
  • კონტაქტი
03:51, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“7 ოქტომბერს პუტინს 70 წელი უსრულდება… შეფმა, დიდი თუ არა, პატარა ტორტი მაინც უნდა მიიღოს, ერთი-ორი სანთლით…” – ნიკოლოზ ლოლაძე

ალია ავტორი - ალია
17:19 09-25-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
320

ანალიტიკოსი ნიკოლოზ ლოლაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს”

“მიკვირს, რომ ამ საკითხზე ყურადღებას არავინ ამახვილებს, ყოველ შემთხვევაში, ანალიტიკაში არ შემხვედრია, მაგრამ… 2022 წლის 7 ოქტომბერს პუტინს 70 წელი უსრულდება და, ჩემი აზრით, ყველა უბედურება, რაც ბოლო თვეებში უკრაინას და მსოფლიოს რუსეთიდან ნაპირგადმოსულმა სიბნელემ დამართა, განუყოფლადაა ამ თარიღთან დაკავშირებული.

70 წელი სიბერის მაგიური ზღურბლია, საშიშად მოახლოებული ცელიან-კაპიუშონიანი სილუეტის ტერიტორია, snipers’ alley – როგორც ინგლისელები ეძახიან – ხეივანი, რომელშიც ნებისმიერი წაბორძიკება ადამიანისთვის შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. და როდესაც ამ ზღურბლს, პირადი ექიმების მრავალრიცხოვანი ესკორტით, ბირთვული იარაღით ხელში, ბოლო 30 წლის განმავლობაში შეუზღუდავი ძალაუფლებით ნამთვრალევი ეგომანიაკი უახლოვდება, what could have gone wrong, indeed?

უკრაინული “სპეცოპერაცია” თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, როგორც პუტინის მმართველობის crown jewel – დამაგვირგვინებელი, “ბრწყინვალების” მომენტი პუტინისთვის და თავად რუსეთისთვის, რომლის ისტორიის ბოლო რამდენიმე დეკადაც სახელმძღვანელოებში ამიერიდან ამაყად უნდა მოხსენიებულიყო როგორც “პუწინსკაია რუსь”.

ამ სპლენდორსა და გრანდიორში უნდა ჩამოსულიყო მოწყალედ მომღიმარი იმპერატორი ტახტიდან და გზა მომდევნო, უფრო ახალგაზრდა და ენერგიული ვამპირისთვის დაეთმო, თავად კი მშვიდად, დაფნის (თუ გედის ბუმბულის) სარეცელზე გაელია ცხოვრება საპენსიო სასახლეში…

Но… не сфартило, карта не пошла

მაგრამ მრგვალი თარიღი არსად წასულა და შეფმა, დიდი თუ არა, პატარა ტორტი მაინც უნდა მიიღოს, ერთი-ორი სანთლით. ამიტომ – ბოლო დღეების სასწრაფო რეფერენდუმებიც, მობილიზაციაც, ატომური ტაშტით განახლებული ჟღარუნიც…

ამ ყველაფრის – პუტინის და რუსეთის – ბოლოს ბოლო მაინც ისტორიის სანაგვეა, მაგრამ ტაქტიკური,

მოკლევადიანი თვალსაზრისით, ვფიქრობ, ორივე მხარეს ძალიან კარგად ესმის 7 ოქტომბრის მაგიის მნიშვნელობა – ამ დღეებში უკრაინა ძალიან შეეცდება უარყოფითი სიურპრიზების ფეიერვერკი არ მოაკლოს პუწიას, ხოლო რუსი გენერლები თავს მოიკლავენ, ათასებს ჩააკლავენ, მაგრამ “стоять насмерть” ბრძანებას შეასრულებენ. ან ვერ… იმედია, ვერ!”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved