• რეკლამა
  • კონტაქტი
03:44, შაბათი, 25 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

7 მილიონზე მეტი დაუსაბუთებელი პრემია, ასზე მეტი შტატგარეშე თანამშრომელი და სხვა დარღვევები ნავთობისა და გაზის კორპორაციაში – აუდიტის სამსახური

ალია ავტორი - ალია
02:09 04-25-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ 2022-2023 წლებში განხორციელებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.

ანგარიშის მიხედვით, აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ 2022-2023 წლებში 7,184,584 ლარის ოდენობით გაცემული პრემია არ არის სათანადოდ დასაბუთებული!

ასევე, გამოვლინდა კორპორაციის მენეჯმენტის პრემირების წესის დამტკიცების ხარვეზები:

კორპორაციის მენეჯმენტის პრემირება განხორციელებულია კანონმდებლობის მოთხოვნების დაუცველად, პარტნიორთან შეთანხმების გარეშე. კორპორაციის მენეჯმენტზე 2022 წელს გაცემულია 725,106 ლარის პრემია. 

2023 წელს კორპორაციის მენეჯმენტის პრემირების წილის მმართველთან შეთანხმების საკითხი არ რეგულირდებოდა, აღნიშნულ პერიოდში გაცემულია 945,706 ლარი,” – წერია ანგარიშში.

გარდა ამისა, აუდიტის სამსახურმა ვერ იპოვნა მტკიცებულება შტატგარეშე თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს, ასეთი 117 ადამიანია და უწყება ვერ ამბობს, რისთვის გადაეცათ მათ ანაზღაურება.

2022 წელს ─ 53, ხოლო 2023 წელს 64 შტატგარეშე თანამშრომელზე არ არის დადოკუმენტირებული და აღრიცხული შესრულებული სამუშაოები, რაც ქმნის სახსრების არამართლზომიერი გამოყენების რისკებს,” – აღნიშნულია დოკუმენტში. 

კიდევ ერთი დარღვევა, რაც აუდიტის სამსახურმა იპოვნა, წინა ორზე მეტად უცნაურია, რბილად რომ ვთქვათ, უწყება ამტკიცებს, რომ ერთი და იმავე პოზიციაზე დასაქმებულ პირებს, რომლებიც იდენტურ სამუშაოებს ასრულებენ, სხვადასხვანაირად უხდიან ხელფასს:

დეპარტამენტებში ერთსა და იმავე პოზიციაზე დასაქმებულ თანამშრომლებზე განსაზღვრული განსხვავებული სახელფასო განაკვეთები, მაშინ როდესაც შესასრულებელი სამუშაო იდენტურია, ვერ უზრუნველყოფს სახელფასო პოლიტიკის გამჭვირვალობას და ქმნის შრომის არასამართლიანი ანაზღაურების შესაძლებლობას,” – ნათქვამია ანგარიშში. 

ანგარიში სრულად

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა

17:45 04-24-2026
ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?
ახალი ამბები

ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?

17:14 04-24-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება

12:21 04-24-2026
თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში

13:18 04-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved