• რეკლამა
  • კონტაქტი
19:09, ხუთშაბათი, 8 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

7 იანვარს ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

ალია ავტორი - ალია
15:14 01-06-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
138

7 იანვარს ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით თბილისის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას მერია ავრცელებს:

„ალილოს“ მსვლელობის დროს გარკვეულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით „ალილოს“ ტრადიციული მსვლელობა გაიმართება, რის გამოც 7 იანვარს, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან 14:00 საათზე დაიწყება და 16:00 საათამდე გაგრძელდება, რა დროსაც ავტომობილები გადაადგილებას ალტერნატიული ქუჩების გამოყენებით შეძლებენ.

მერაბ კოსტავას ქუჩიდან გიორგი ახვლედიანისა და ლეო ქიაჩელის ქუჩებზე მოხვედრა ვაშლოვანისა და ია ეკალაძის ქუჩების გამოყენებით იქნება შესაძლებელი. ასევე, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები, ნაცვლად პირველი რესპუბლიკის მოედნისა, გადაადგილებას მხოლოდ რუსთაველის გამზირის გავლით შეძლებენ.

პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით; პეტრე მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება სიმონ ჯანაშიას, ივანე თარხნიშვილის, თამარ ჭოველიძის, მიხეილ ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ ვასილ ბარნოვის, იაკობ გოგებაშვილის, მარო მაყაშვილისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების საშუალებით. უკუმიმართულებისას მძღოლები მელიქიშვილის გამზირისა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხვედრას შეძლებენ გრიბოედოვის, მარო მაყაშვილის, ვასილ ბარნოვის, მიხეილ ზანდუკელისა და აკაკი შანიძის ქუჩების გავლით.

მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ გიორგი ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და შემდეგ ჭანტურიას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით.

15:00 საათიდან, დაახლოებით, 30 წუთის განმავლობაში, თავისუფლების მოედანზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება, რა დროსაც გადაადგილება დასაშვები იქნება ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან გიორგი ჭანტურიას ქუჩამდე. გადაადგილება შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებითაც.

ამ დროს, მოძრაობა დაშვებული იქნება გიორგი ჭანტურიას ქუჩამდე. რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული იქნება: ლესია უკრაინკას, არჩილ ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ანტონ ფურცელაძისა და ლადო გუდიაშვილის ქუჩებზეც.

თავისუფლების მოედნიდან მსვლელობა გაგრძელდება სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით, რა დროსაც მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება: ბარათაშვილის ხიდზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართსა და ავლაბრის მოედანზე.

ბარათაშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვისას, თავისუფლების მოედნის მიმართულებით მიმავალი ავტომობილები, გადაადგილებას შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და კოტე აფხაზის ქუჩის გამოყენებით, ხოლო ავლაბრის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება მშრალი ხიდის გავლით – კოსტა ხეთაგუროვისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.

ავლაბრის მოედანზე შეზღუდვისას, ქეთევან დედოფლის გამზირიდან მოძრავი ავტომობილები სვლას ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების, ასევე, მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით გააგრძელებენ, უკუმიმართულებით კი ბარათაშვილის ხიდის გავლით მოძრაობას მტკვრის მარცხენა სანაპიროზე იმავე მარშრუტით შეძლებენ.

ასევე, დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი. კერძოდ, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობისას, ტრანსპორტი მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ იმოძრავებს, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდება.“

თეგები: თბილისის მერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
ორი ცუდი და ორი კარგი ამბავი გერმანული ენის შესწავლის მსურველთათვის
ახალი ამბები

ორი ცუდი და ორი კარგი ამბავი გერმანული ენის შესწავლის მსურველთათვის

15:00 01-08-2026
“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა
ახალი ამბები

“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა

14:37 01-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved