გააჩნია როგორ წავა ინფექცია, შესაძლოა, კლინიკაში გადავიდე თუ ვითარება შემეცვალა. ტემპერატურის მომატება მაქვს-37,8, ხველა მაქვს ძალიან შემაწუხებელი, ყელის ტკივილი და საერთო სისუსტე, ვიღებ ვიტამინებს, სიცხის დამწევებს და ბევრ სითხეს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
17 ნოემბერს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულია მისი მეუღლეც.
კომენტარები