• რეკლამა
  • კონტაქტი
20:18, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“60 წლის კაცი გადმოვედი მანქანიდან და ის გარბოდა – ასეთებით აპირებთ რევოლუციის მოწყობას?” – ვიქტორ ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
11:04 05-30-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
202

თითქოს პოლიციელი, პარლამენტის წევრი, საჯარო მოხელე ადამიანი არ არის და მას არ აქვს ნერვები. თმენის ვალდებულება და ზრდილობა ყველას უნდა ჰქონდეს. ჩემი რეაქცია გუშინ გამოვხატე, როდესაც ერთ-ერთი უღირსი ადამიანი, 30 წლამდე ბიჭი ყველა დეპუტატს აგინებდა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” რეგიონულმა მდივანმა, დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ მედიასთან საუბარში განაცხადა.

ვიქტორ ჯაფარიძემ ის ინციდენტი გაიხსენა, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ვეტო დაძლევას მოჰყვა. როგორც ცნობილია, დეპუტატების მიერ პარლამენტის შენობის დატოვების დროს ერთ-ერთმა მოქალაქემ „ხალხის ძალის” წევრს, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც დეპუტატი მანქანიდან გადმოვიდა, მარკეტიდან ფორთოხალი აიღო და მოქალაქეს ესროლა. თუმცა ამის შემდეგ ვიქტორ ჯაფარიძე მარკეტის გამყიდველთან მივიდა, რომ ბოდიში მოეხადა, რა დროსაც დეპუტატი გამყიდველმა გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით გააკრიტიკა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, იმ პირის მიზანი, რომელიც „ქართული ოცნების” დეპუტატებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, პროვოკაციის მოწყობა იყო.

„ამბობენ, რომ თქვენ ხართ პარლამენტის წევრი, თმენის ვალდებულება გაქვთ და სხვანაირად უნდა მოიქცეთო – თითქოს პოლიციელი, პარლამენტის წევრი, საჯარო მოხელე ადამიანი არ არის და მას არ აქვს ნერვები. თმენის ვალდებულება და ზრდილობა ყველას უნდა ჰქონდეს.

ჩემი რეაქცია გუშინ გამოვხატე, როდესაც ერთ-ერთი უღირსი ადამიანი, 30 წლამდე ბიჭი ყველა დეპუტატს აგინებდა. რევოლუციის მოწყობას გვპირდებიან -და 60 წლის კაცი გადმოვედი მანქანიდან და ის გარბოდა – ასეთებით აპირებთ რევოლუციის მოწყობას?! ტიპური პროვოკატორი იყო, გარბოდა და იგინებოდა.

ყველას შეურაცხყოფას არ ვაყენებ, დარწმუნებული ვარ, იმ აქციებზე ბევრი გულანთებული, მართლა პატრიოტი ახალგაზრდა დგას და შვილებო, ასეთებთან არ დადგეთ, ასეთებთან არც კი გაიაროთ. ეს იყო ტიპური პროვოკატორი, ტელეფონი ეჭირა ხელში, გარბოდა და თან გვაგინებდა. ასეთი რამ არ მინახავს, ვინ არიან ესენი, საიდან მოვიდნენ, ვინ ასწავლა? – აკერმანის და სოროსის სკოლაში უკეთესს ვერც ისწავლიდნენ.

რომ ვერ დავეწიე, ფორთოხალი ვესროლე. ამაზე გუშინ ვინერვიულე, მშრომელი ადამიანი [მაღაზიის მეპატრონე] დავაზარალე მეთქი. ვიფიქრე, ავანაზღაურებ და ადამიანურად ბოდიშს მოვიხდითქო. მივედი, რომ ბოდიში მომეხადა და იმ წუთას, ტელეფონს სტაცა ხელი და გადაღება დაიწყო, შემდეგ კიდევ მეორე ადამიანი მოვარდა და საუბარი დამიწყეს – სიგიჟეებში გადავიდნენ. დღეს ეს ადამიანი გაიშიფრა – თურმე ვინმე გუგუჩია მეგის ქარდავას ზონდერი იყო”, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved