• რეკლამა
  • კონტაქტი
04:40, ოთხშაბათი, 27 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

6 წელი და 3 თვე – უმაღლესი სასჯელი, რომელიც შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განისაზღვრა

ალია ავტორი - ალია
18:17 11-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

მცხეთის რაიონულმა სასამართლომგიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში, ასევე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებული ექვსივე პირი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.

ლ.შ.-ს, გ.მ.-ს და ნ.ც.-ს – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 3 თვით განესაზღვრათ.

ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

ნ.ქ.-ს 3 წლის და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

მართალია, პროკურატურა ამტკიცებს, რომ სასამართლოში განიხილეს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე, თუმცა, 6 ბრალდებულიდან არც ერთს არ აქვს წაყენებული ბრალი მკვლელობის მუხლით, ხოლო პროკურატურა, თავისივე განცხადებაში, რომელსაც ქვემოთ იხილავთ, იმ ღამის ტრაგედიაზე საუბარს ამთავრებს ფრაზებით:

გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ და მიიმალნენ არაგვის მიმდებარე ტერიტორიაზე. 2020 წლის 22 ივნისს მდინარე არაგვში აღმოჩენილი იქნა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი. ვინ მოკლა, როგორ მოკლა, როდის მოკლა და რატომ – ამაზე პროკურატურა არაფერს ამბობს!

პროკურატურის მიერ გავრცელებული მასალის მიხედვით:

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 18 ივნისს, ლ.შ., გ.მ., ვ.ჩ., ნ.ც. და გ.ტ.-მ ორგანიზება გაუწიეს ჯგუფურ მოქმედებას, რომელსაც თან ახლდა ძალადობა. კერძოდ, ლ.შ.-მ, გ.მ.-მ, გ.ტ.-მ, ნ.ც.-მ და ვ.ჩ.-მ, მისი და ნ.ხ.-ს ცემის გამო, შურისძიების მოტივით, ჩხუბში მონაწილე პირებზე ძალადობის მიზნით, მოახდინეს დამატებითი ძალის მობილიზება. ამისათვის, ვ.ჩ. და გ.ტ. თავიანთი ავტომობილებით, თანმხლებ პირებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტიდან წავიდნენ ქალაქ თბილისში, ხოლო ლ.შ. და გ.მ. დარჩნენ ადგილზე, რათა პერიოდულად მიეწოდებინათ ინფორმაცია მოწინააღმდეგე მხარის ადგილსამყოფელის შესახებ.

19 ივნისს, დაახლოებით 00:45 საათზე, მდინარე არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ გიორგი შაქარაშვილს, გურამ ამირხანაშვილს, გიორგი ქათამაძეს, ვახტანგ ახვლედიანს, იაკობ ბრეგვაძეს და კონსტანტინე ღიბრაძეს თავს დაესხნენ ნ.ც., გ.ტ., ნ.ქ., თ.ბ., ი.მ., გ.მ., ლ.შ. და და რკინის ხელკეტით შეიარაღებული ნ.ჟ., რომლებიც გიორგი ქათამაძეს, კონსტანტინე ღიბრაძეს და ვახტანგ ახვლედიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოგვიანებით გიორგი შაქარაშვილი და ნაცემი ახალგაზრდები დაბრუნდნენ შემთხვევის ადგილზე, დაეხმარნენ ნაცემ გიორგი ქათამაძეს და ცდილობდნენ თბილისში დაბრუნებას, რა დროსაც ახლა უკვე, ვ.ჩ., ვ.მ., ა.ქ., ზ.ხ., ა.გ. და ნ.რ. დაესხნენ თავს, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ცდილობდნენ მათზე ძალადობას. საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ და მიიმალნენ არაგვის მიმდებარე ტერიტორიაზე. ა.ქ.-მ, ა.გ.-მ, ვ.მ.-მ, ვ.ჩ.-მ, ზ.ხ.-მ და ნ.რ.-მ იპოვეს დამალული გურამ ამირხანაშვილი, იგი მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს ავტომობილში და მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე დატოვეს.

2020 წლის 22 ივნისს მდინარე არაგვში აღმოჩენილი იქნა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი.

სამართალდამცველებმა ლ.შ., გ.მ., ნ.ც., ნ.ქ., ა.ქ. და ზ.ხ. 2020 წლის 26 ივნისს დააკავეს

აღნიშნული სასჯელი განესაზღვრათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში, ასევე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებულ პირებს. გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში არსებითი განხილვა გრძელდება და საქართველოს პროკურატურას ექნება უმკაცრესი მიდგომა დანაშაულის ჩადენაში მხილებული სხვა ბრალდებულების მიმართაც, რათა   დანაშაულის ჩამდენმა პირებმა სრული სიმკაცრით აგონ პასუხი კანონის წინაშე.

პროკურატურა იმასაც განმარტავს, როგორ განისაზღვრა სასჯელი:

ლ.შ.-ს, გ.მ.-ს და ნ.ც.-ს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1 ნაწილით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდათ 1/4-ით და საბოლოოდ განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 3 თვის ვადით. მათვე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც შეუმცირდათ 1/4-ით და განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 9 თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ლ.შ-ს, გ.მ.-ს და ნ.ც.-ს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 3 თვით განესაზღვრათ.

ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლით შეუმცირდათ 1/4-ით და თავისუფლების აღკვეთა 6 წლით და 9 თვით განესაზღვრათ. მათვე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც შეუმცირდათ 1/4-ით და განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 9 თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

ნ.ქ.-ს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლით შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა  თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 9 თვის ვადით.

თეგები: შაქარაშვილის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

თავისუფლება გადამდებია – PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
ახალი ამბები

თავისუფლება გადამდებია – PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია

14:11 05-26-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:08 05-25-2026
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა
ახალი ამბები

დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა

14:51 05-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართება

15:46 05-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved