• რეკლამა
  • კონტაქტი
16:47, ხუთშაბათი, 27 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

6 საშიში შეცდომა, რომელსაც ამწე კალათაზე უშვებენ

ალია ავტორი - ალია
15:26 11-27-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

ამწე კალათა რაცაა, – იცით, შეცდომა რას ნიშნავს, – ეგაც, ამიტომ, ამჯერად, პირდაპირ საქმეზე გადავალ და ჩამოვთვლი იმ შეცდომებს, რომლებიც არასოდეს უნდა დაუშვას ამწე კალათის ოპერატორმა. ჩამოთლილი შეცდომები იმდენად მარტივად დასანახია, რომ დამქირაველებს თავადაც შეუძლია აკონტროლოს, რამდენად მოწესრიგებული და პროფესინალი ოპერატორი ემსახურება., 

ღვედი

უსაფრთხოების ღვედის უგულებელჰყოფა ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. – რა მოხდა, სწრაფად მაინც ხომ არ დადიან ამწე კალათით, მხოლოდ ტვირთი უნდა დადო და აწიო. რამდენიმე წუთის საქმეა, ერთ წუთში განა ისეთი რა უნდა მოხდეს, რომ ღვედის არქონამ დამაზარალოს? – ფიქრობენ ხოლმე. არადა, უბედურ შემთხვევას საერთოდ არ სჭირდება რამდენიმე წუთი, ერთი წამი და შეიძლება ფატალური შედეგი დადგეს. 

– პირველად ხომ არ ვაკეთებ? – ეს თავის მართლების მეორე ვარიანტია. სამწუხაროდ, უბედური შემთხვევის შემდეგაც ეგ გვესმის ყველაზე ხშირად – პირველად არ აკეთებდა ასე და არ ვიცით, ახლა რა მოუვიდა. შეცდომისას ვერ დაგიცავს ის ფაქტი, რომ მსგავს შეცდომას ხშირად უშვებდი. 

უსაფრთხოების ღვედს ორი დატვირთა აქვს:
  1. აფიქსირებს ოპერატორს პლატფორმაზე და მაშინაც კი თუ პლატფორმა ბიძგებისას მკვეთრად ამოძრავდება, ოპერატორი ბალანს ვერ დაკარგავს. ამწე კალათას განსხვავებული სპეფიციკა აქვს, მასზე მაშინაც შეიძლება ინციდენტი მოხდეს, როცა სრულიად გამართულია სისტემა. ხოლო თუ სისტემას რამე მოუვა, სწორედ ღვედი ამცირებს ტრამვების ხარიხს. ოპერატორი, რომელიც ღვედს არ იკეთებს, არ გამოგადგება არც ერთი სამუშაოს შესრულებისას.
  2. ფსიქოლოგიური თავდაცვა – რამდენი წელიც უნდა იმუშაო და როგორი პროფესიონალიც უნდა იყო, ღვედი სხეულს მაინც არ შეეზრდება, მუდმივად გრძნობ, ეს კი ყურადღების შენარჩუნებაში გეხმარება. გონებამ იცის, რომ რაკი დამაგრებული ხარ, ესე იგი საფრთხეა და შესაბამისად, ავტომატურად იზრდება სიფრთხილის კოეფიციენტი. უნებურად ერიდები იმპულსურ მოძრაობებს და ისე ინსტიქტურად ითვალისწინებ ყველა დეტალს, არც კი უფიქრდები. 

რაც მთავარია, ღვედი თავდაცვის ყველაზე მარტივი და იაფი საშუალებაა. 

გადატვირთვა

ამწე კალათის გადატვირთვა ყველაზე გავრცელებული, თუმცა, ყველაზე შეუმჩნეველი შეცდომაა. –ოჰ, ეს რა წონაა, სულ არაა მძიმე, – ამ ფრაზას შეუძლია უბედურ შემთხვევამდე მიგიყვანოს. 

ყველა კალათას აქვს დატვირთვის თავისი კონკრეტული ზღვარი – ეს მანქანაა, მას ზუსტად აქვს გამოთვლილი რა ტვირთს გაუძლებს, ეს არაა მიახლოებითი მონაცემი. –აუ, ერთხელ ორჯერ მეტი გადავიტანე – თუ გაიფიქრებ, გეტყვი, რომ იმ ერთხელ შენ საკუთარი თავიც გაწირე და ახლომყოფი ადამიანებიც, პრაქტიკულად სასწაულებრივ გადარჩი. ამწე კალათას დატვირთვის ზღვარი გამოთვლილია გარემოებების, წონის, სიმაღლის მიხედვით და ზედა ზღვარი დაწესებულია მილიმეტრებსა და გრამებში. 

დაალაგეს ტვირთი და მერე გაახსენდათ, რომ ორი მუშაც ასაყვანია სიმაღლეზე და იმ ორ მუშას კიდევ ხელსაწყოების ყუთები აქვთ და მოდი, ბარემ ერთად, ტვირთთან ერთად შეახტებიან – იტყვის ვიღაც არაპროფესიონალი. არათუ ერთი ადამიანი, ხელსაწყოების ყუთიც კი არ უნდა დაამატო ზღვრულ წონას. იცვლება მოცემულობა და ემატება ტვირთი? – თავიდან უნდა დავითვალოთ წონა. 

თუ პლატფორმას გადაჭარბებული წონა აწვება, შესაძლოა სტაბილურობა დაკარგოს, მკვეთრად გადაიხაროს, ან მოულოდნელად, დიდი სიჩქარით დაიწყოს დაბლა ჩამოსვლა, რადგან ჰიდრავლიკა ვეღარ გაუმკლავდეს ზეწოლას. საბედნიეროდ, პლატფორმას შეუძლია ასეთ დროს ავტომატურად დაბლოკოს მოძრაობა, მაგრამ მოძრაობის დაბლოკვამდე რა მოხდება უკვე, არავინ იცის.

კიდევ უფრო იზრდება რისკი, როცა გადატვირთული კალათა მაქსიმალურ სიმაღლეზეა, რაც უფრო მაღლა ხარ, მით უფრო მგრძნობიარეა სისტემა მცირე ცვლილებებზეც კი, მაგალითად, დაბალ სიმაღლეზე თუ 10–15 კილო ვერ იგრნობა. 25 მეტრის სიმაღლეზე ამ წონას გაორმაგებული ზეწოლა აქვს. 

კიდევ ერთი დიდი რისკია წონის არათანაბარი გადანაწილება – მაგალითად, თუ ერთ მხარეს მოათავსებ მძიმე მასალას და მეორე მხარეს – მსუბუქს. სისტემა ამ დროს გამართულად მუშაობს, მაგრამ კალათა წონასწორობის ზღვარზეა. ქარის ამოვარდნა, ან პლატფორმის სიმძიმე ბრუნვისას და შეიძლება კალათა გადაიხაროს. 

და თუ არ ვიცი წონა?

რისი წონაც არ ვიცით, ის ყოველთვის მძიმეა – გეტყვის პროფესიონალი. ანუ, რისი წონაც არ იცი, იმის შემთხვევაში, მაქსიმუმის მაქსიმუმი უნდა გაითვალისწინო და რაც შეიძლება დიდი დატვირთვის მქონე ამწე კალათა დაიქირაო. 

არ დაგავიწყეს, გადატვირთვისას, ამწე კალათა რეაგირებს უკვე მექანიკურად და სამწუხაროდ, როგორი გამოცდილიც უნდა იყოს ოპერატორი, მას ბევრი ვერაფერი შეუძლია. 

სტაბილურობა

ამწე კალათას მუშაობას აქვს ერთი უმთავრესი პრინციპი – ზედაპირი, რაზეც ის დგას უნდა იყოს მტკიცე, გამძლე, სტაბილური. შესაბამისად, სამუშაოების დაწყებამდე ოპერატორმა უნდა შეამოწმოს ადგილი, სად სჯობს გაჩერება. 

არასოდეს უნდა გამოიყენო შემდეგ ადგილები:

  • რბილი მიწა
  • დამსკდარი ბეტონი (თუნდაც, სულ მცირედით დამსკდარი)
  • ფესვებით, ქვებით სავსე ნიადაგი
  • დახრილი ფერდობი
  • ჰაერგამტარი გვირაბები
  • მიწისქვეშა კომუნიკაციების ზედაპირი – ანუ, ადგილი, რომლის ქვემოთაც დიდი ზომის წყლის, კანალიზაციის მილებია.

თუ ზედაპირი არაა მყარი, სწორი და სტაბილური, სამწუხაროდ, შეიძლება კალათა ისე გადაიხაროს, გადაბრუნდეს კიდეც.

თუ ზედაპირი არათანაბარია, მოძრავი ნაწილები ირხევა. დაბალ სიმაღლეზე ეს რხევა დიდად არ იგრძნობა, როცა მაღლა იწყებს ასვლას, მიკრორხევები ათმაგდება, ამან შეიძლება გამოცდილ პროფესიონალსაც კი დააკარგვინოს წონასწორობა და კონსტრუქციის ბალანსის დაუცველობას ტრაგედია მოჰყვეს.

ამიტომ, ამწე კალათის ყოველ გამოყენებამდე:

  • უნდა შემოწმდეს მიწის სიმყარე
  • დახრის კუთხე უნდა შეფასდეს
  • დადგინდეს, ადგილის ქვეშ ხომ არ გადის კომუნიკაციები.
  • საჭიროებისას, უნდა გამოიყენო დამცავი ფირფიტები.

მუხრუჭი

ამწე კალათის მუხრუჭი უნდა შემოწმდეს ყოველი გამოყენების წინ, მუხრუჭის ქვეშ მტვერი, ტალახი, ნესტი თუა, მაშინაც კი, თუ ზედაპირი მყარია, მოსრიალების რისკი იზრდება. იმ შემთხვევაში, თუ მაღალ სიმაღლეზე მყოფი ამწე იწყებს გვერდულად მოსრიალებას და კალათა კი „აჩქარებას“, მერე ვერც სწრაფი რეაქცია შველის, ვერც პროფესიონალი, ინერტული ძალა მას გადაბრუნებამდე მიიყვანს. 

ამინდი

გარემო პირობებს უზარმაზარი გავლენა აქვს. ქარი, წვიმა და თოვლი – ინციდენტის რისკს ზრდის. ძლიერი ქარის შემთხვევაში, ბალანსის შენარჩუნება ძალიან სარისკოა. 

წვიმა, თოვლი, გაყინული ზედაპირი კონტაქტის დაკარგვის რისკსს ზრდის, ასევე – მოსრიალების. წვიმა განსაკუთრებით საშიშია ელექტრო–მექანიკური ამწეებისთვის, რადგან წყალი ელექტრო კონტროლზე გავლენას ახდენს, – გეცოდინებათ. 

ძლიერი ქარი – ცალსახად არის სამუშაოების გაჩერების წინაპირობა. სხვა შემთხვევებში პროფესიონალები განსაზღვრავენ მეტეოროლოგიური ინფორმაციის მიხედვით, საფრთხის დონეს აზუსტებენ და ნიადაგიც ფასდება იმის მიხედვით, რამდენად სველი, ან მოყინულია იგი. იგეგმება დამცავი საშუალებები და სამუშაოების შესრულებისას გათვალისწინებულია გარემოებების ზემოქმედება. 

ინსპექტირება

ნებისმიერ ტექნიკას სჭირდება შემოწმება, მაგრამ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მიზეზით, მაგალითად, სარეცხ მანქანას ყოველი ჩართვის წინ არავინ ამოწმებს, ხომ ასეა? თუმცა, თუ გინდა დიდხანს გემსახუროს, წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გააწმენდინო ნაწილები პროფესიონალს. 

აი, ამწე კალათას კი ყოველი სამუშაოს წინ სჭირდება ინსპექტირება – ოდნავ დაშვებული ბორბალი, მცირედ დასუსტებული ჰიდრავლიკური სისტემა, დაზიანებული კაბელი – იმდენად დიდ პრობლემას იწვევს, რომ გარისკვად არ ღირს. 

–არაფერი სჭირს, რა მოუვა, ინსპექტირებაში დრო რატომ დავკარო? – ჰიდრავლიკურ წნევას თვალით ვერ გაზომავ, ვერც ზეთის დონეს, ვერც კაბელების მდგომარეობას, – ამიტომ, ტექნიკური შემოწმება აუცილებელი პირობაა! 

ასევე, ტექნიკური შემოწმების შემდეგ, მუშაობისას. თუ უცნაური ხმა ერთხელ მაინც გაისმა, პროფესიონალი მყისიერად აჩერებს მუშაობას და კიდევ ერთხელ მოწმდება ტექნიკა. მოკლედ რომ ვთქვათ, ინსპექტირება სიცოცხლის, ბიზნესის, სამუშაოს ინვესტიციაა.

სად ვიპოვო პროფესიონალი ოპერატორი და ამწე კალათა, რომელიც გამართულად მუშაობს?

არაფერი აქვთ საძებნელი, მინდა გითხრა, უკვე შექმნილია კატალოგი, სადაც შეარჩიო შეგიძლია ამწე კალათა იმის მიხედვით, რა ტიპის სამუშაოები გაქვს შესასრულებელი, სად, როდის. წინასწარ გააცანი პირობები სიტყვიერად, ან ფოტო, ვიდეო ფორმატით გაუგზავნე შესასრულებელ სამუშაოზე ინფორმაცია, რომ ფასზე შეეძლოს საუბარი. არ გჭირდება სადმე სპეციალურად მისვლა, ლოდინი, სიარული, ძებნა, ხვეწნა, ვაჭრობა. ყველაზე დიდი საკონტაქტო მონაცემის ბმულს გიტოვებ, მხოლოდ ტელეფონი და ინტერნეტი დაგჭირდება და ამწე კალათა – შენია, შეგიძლია ყვავილები მიართვა ვინმეს პირდაპირ 21–ე სართულის ფანჯრიდან და შეგიძლია ნებისმიერი სამშენებლო სამუშაო დაგეგმო. 

(R)

 

თეგები: ამწე კალათაამწე კრანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

6 საშიში შეცდომა, რომელსაც ამწე კალათაზე უშვებენ
ახალი ამბები

6 საშიში შეცდომა, რომელსაც ამწე კალათაზე უშვებენ

15:26 11-27-2025
სელფი საერთაშორისო ფესტივალის – DataFest Tbilisi 2025-ის პარტნიორია
ახალი ამბები

სელფი საერთაშორისო ფესტივალის – DataFest Tbilisi 2025-ის პარტნიორია

14:26 11-27-2025
თიბისი ბიზნესდაჯილდოების „საუკეთესო ფრილანსერის“ ნომინაციის ფინალისტი- გიგა მეტრეველი
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესდაჯილდოების „საუკეთესო ფრილანსერის“ ნომინაციის ფინალისტი- გიგა მეტრეველი

13:50 11-27-2025
თიბისი კაპიტალმა FMCG სექტორზე ახალი კვლევა წარადგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა FMCG სექტორზე ახალი კვლევა წარადგინა

17:17 11-26-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved