• რეკლამა
  • კონტაქტი
03:13, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

6 რჩევა, რომლებსაც არ უნდა ენდოთ კორონავირუსთან ბრძოლისას

ალია ავტორი - ალია
17:40 03-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ​კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 110 ათასს გადააჭარბა, ვაქცინა კი ჯერჯერობით შექმნილი არაა. ამის ფონზე მსოფლიოში ახალი ტიპის ვირუსთან ბრძოლის როგორც უსარგებლო, ასევე სახიფათო მეთოდები განიხილება.

BBC-მ თავი მოუყარა ექვს ყველაზე გავრცელებულ უსარგებლო რჩევას და მათთან დაკავშირებით მეცნიერების აზრი იკითხა.

ნიორი

სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება პოსტები იმის შესახებ, რომ ნივრის ჭამა კორონავირუსისგან პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ჯანმო-ში კი განმარტავენ, რომ ნიორი „კარგი ანტიმიკრობული საშუალებაა, თუმცა არ არსებობს რამე მტკიცებულება იმისა, რომ ის ადამიანს ახალი კორონავირუსისგან იცავს“.

ქლორის დიოქსიდი

YouTube-ბლოგერი ჯორდან სათერი, რომელსაც სხვადასხვა პლატფორმაზე ათასობით გამომწერი ჰყავს, ამტკიცებს, რომ ქლორის დიოქსიდის შემცველი ალტერნატიული სამკურნალო საშუალება, ე.წ. სასწაულმოქმედი მინერალების დანამატი (MMS, Miracle Mineral Supplement) კორონავირუსს ანადგურებს. 2019 წელს აშშ-ის საკვებისა და სამკურნალო პრეპარატების ადმინისტრაციამ გააფრთხილა მოსახლეობა, რომ MMS-ებით მკურნალობა ჯანმრთელობისთვის საშიშია. უწყების განცხადებით, არ არსებობს არანაირი კვლევა, რომელიც ამ პრეპარატის ეფექტურობას დაადასტურებდა.

თვითნაკეთი ანტიბაქტერიული გელი

მას შემდეგ, რაც აფთიაქებში ანტიბაქტერიული გელების დეფიციტი გაჩნდა, სოციალური ქსელების მომხმარებლებმა სახლის პირობებში ანტიბაქტერიული გელების დამზადების ინსტრუქციების გავრცელება დაიწყეს. თუმცა მეცნიერები ამბობენ, რომ ასეთი წესით დამზადებული ანტიბაქტერიული გელები სხვადასხვა ტიპის ზედაპირების დასამუშავებლადაა კარგი, მაგრამ არაა რეკომენდებული ადამიანის კანისთვის. მათი თქმით, ანტიბაქტერიული გელი 60-70 პროცენტით ალკოჰოლისგან შედგება, სახლის პირობებში ამის მიღწევა კი შეუძლებელია.

კოლოიდური ვერცხლი (ვერცხლის წყალი)

კოლოიდური ვერცხლის მიღებისკენ ადამიანებს ამერიკელმა ტელეევანგელისტმა, ჯიმ ბეიკერმა მოუწოდა. კოლოიდური ვერცხლი შედგება ვერცხლის წვრილი ნაწილაკებისგან, რომელთა ზომაც 1 ნანომეტრი ან რამდენიმე მიკრომეტრია. ეს ნაწილაკები იმდენად მცირეა, რომ თანაბრად ნაწილდება გამოხდილ ხსნარში. ჯიმ ბეიკერის შოუს ერთ-ერთმა სტუმარმა განაცხადა, რომ ვერცხლის წყალი კორონავირუსს 12 საათში ანადგურებს.

აშშ-ის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კოლოიდური ვერცხლით რამე ტიპის დაავადების მკურნალობის მტკიცებულება არ არსებობს. გარდა ამისა, ამან შეიძლება თირკმლის უკმარისობა ან არგიროზი გამოიწვიოს.

წყლის 15 წუთში ერთხელ მიღება

Facebook-ზე ფართოდაა გავრცელებული „იაპონელი ექიმის“ ციტატა, რომელიც ვირუსების სამკურნალოდ ყოველ 15 წუთში ერთხელ წლის მიღებისკენ მოგვიწოდებს. ამ რჩევის არაბული თარგმანი Facebook-ზე 250 ათასჯერ არის გაზიარებული.

ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის პროფესორი, სალი ბლუმფილდი ამბობს, რომ ამ მეთოდის ეფექტურობის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მისი თქმით, ჰაეროვანი გზით გადამდები ვირუსები ადამიანის ორგანიზმში სუნთქვის დროს ხვდება. მათი ნაწილი შესაძლოა პირის ღრუშიც აღმოჩნდეს, მაგრამ წყლის მიღება ადამიანს ვირუსით დაინიფცირებისგან არ დაიცავს. თუმცა, რა თქმა უნდა, წყლის მიღება საერთო ჯამში სასარგებლო რეკომენდაციად რჩება.

ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ნაყინზე უარის თქმა

სოციალურ ქსელებში ხშირად ნახავთ რჩევას, რომლის თანახმადაც ცხელი წყლის სმა და მზის აბაზანების მიღება კორონავირუსისგან კურნავს, ხოლო ნაყინი კი პირიქით, მის გავრცელებას უწყობს ხელს. ძალიან ხშირად ამ რჩევას შეცდომით UNICEF-ს მიაწერენ.

„რა თქმა უნდა ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. მსგავსი რეკომენდაცია ჩვენ არ გაგვიცია. სეზონური ვირუსი ვერ უძლებს მაღალ სიცხეს, მაგრამ კორონავირუსთან დაკავშირებით ამის თქმა ჯერჯერობით შეუძლებელია“, – აცხადებს UNICEF-ის წარმომადგენელი შარლოტა გორნიცკა.

იმედინიუსი


კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved