• რეკლამა
  • კონტაქტი
17:46, ოთხშაბათი, 27 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

6 მოსამართლე, რომლებიც აშკარად ასრულებენ პოლიტიკურ შეკვეთებს – ნინო ლომჯარია

ალია ავტორი - ალია
14:06 12-11-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,051

მოსამართლეები აქტივისტების გასამართლებისას საბჭოთა კავშირის დროს, 1984 წელს მიღებულ ადმინისტრაციულ კოდექსს ეყრდნობოდა – ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ლომჯარიას თქმით, სასამართლო პროცესების დაკვირვებამ აჩვენა, რომ მოსამართლეები პოლიციელების ხშირ შემთხვევაში ცრუ ჩვენებებით ხელმძღვანელობდნენ და მომიტინგებს ყოველგავრი მტკიცებულებების გარეშე უშვებდნნენ პატიმრობაში.

ამას ემატებოდა ის, რომ ლომჯარიას თქმით, მოსამართლეები არ ითვალისწინებდნენ დაკავებულების ფიზიკურ დაზიანებებებს, რომ ისინი სასტიკად იყვნენ ნაწამები და არც იმას, რომ მათ იზოლატორსი მოთავსებას შეიძლეოდა ჯანრმტეობისთვის უდიდესი საფრთხე შეექმნა.

მოსამართლეები პოლიტიკურ შეკვეთას ასრულებდნენ, მათი მისია აქციის მონაწილეების სამაგალითოდ დასჯაა  – ამბობს ლომჯარია და იმ მოსამართლეების გვარებს ასახელებს, რომლებმაც მისი თქმით, უკანონო დავალებებს მოაწერეს ხელი.

28 ნოემბრის შემდეგ, 460-ზე მეტი დაკავებულის უფლებები ირღვეოდა როგორც საგამოძებო ორგანოში, ისე სასამართლო დარბახებში. მოსამართლეები არ ითვალისწინებდნენ დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და ეყრდნობოდნენ პოლიციელების უმეტეს შემთვხვევაში ცრუ ჩვენებებს. ისინი აჯარიმებდნენ მოქალაქეებს სრულიად დაუსაბუთებლად 2000-დან 3000 ლარამდე, ასევე უშვებდნენ ყოველგვარი საფუძვლის და მტკიცებულებების გარეშე პატიმრობაში. ამ დროს სასამართლო ეყრდნობოდა საბჭოთა კავშირის დროს, 1984 წელს მიღებულ ადმინისტრაციულ კოდექსს, რომელიც არ უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების სტანდარტს. შესაბამისად, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც პოლიციის ჩვენებებსა და ვიდეო მტკიცებულებებს შორის იყო შეუსაბამოებები, თუმცა მოსამართლე მაინც ცნობდა მოქალაქეებს სამართალდამრღვევებად. მოსამართლეები სისტემურად არღვევდნენ სამართლაინი სასამართლოს პრინციპებს. მოსამართლეები ასევე აშკარად ხედავდნენ, რომ დაკავებულები არიან ნაცემები, ნაწამები და არ ინტერესდებოდნენ რა პირობებში მოხდა მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება. უფრო მეტიც, როდესაც დაზარალებულები იწყებდნენ აღნიშნულის მოყოლას, მოსამართლეები მას აჩუმებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ წამების და არაადამიანური მოპრყრობის ფაქტები მათ არ ეხებოდათ და არ იყო მათი საქმე. მოსამართლეები არ ითვალისწინებდნენ, რომ ადამიანებს ისეთი ფიზიკური დაზიანებები ჰქოდნათ, რომ მათთვის იზოლატროში განთავსება, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი იყო. განიხილავდნენ ისეთი პირების საქმეებს, რომლებსაც გადაუდებელი სასწრაფო დახმარება სჭირდებოდათ. ფიზიკური დაზიანებების მიუხედავად, უსჯიდნენ ადმინისტრაციულ პატიმრობებს და უშვებდნენ იზოლატორებში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მოსამართლეები ასრულებდნენ პოლიტიკურ შეკვეთას და აშკარაა, რომ მათი მისია, აქციის მონაწილეების სამაგალითოდ დასჯა და რეპრესიები იყო. 

მსგავს ქმედებებში ჩართულნი იყვნენ:  

  • ლელა მილდერბერგი
  • ზვიად ცეკვავა
  • ლელა ცაგარეიშვილი
  • კობა ჩაგუნავა
  • ნინო ენუქიძე
  • მანუჩარ ცაცუა

მოსამართლეთა ეს სია ამომწურავი არ არის ჩვენ გავაგრძელებთ სასამართლოს პროცესების მონიტორინგს – აცხადებს ლომჯარია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისის სპეციალური საპრიზო კატეგორია ახალი თაობის მხარდასაჭერად AD BLACK SEA 2025-ზე
ახალი ამბები

თიბისის სპეციალური საპრიზო კატეგორია ახალი თაობის მხარდასაჭერად AD BLACK SEA 2025-ზე

16:50 08-27-2025
გრადუსებით გაზომილი ფასდაკლება – VELI.store-ზე თიბისი განაწილებით შოპინგისთვის საუკეთესო ამინდია
ახალი ამბები

გრადუსებით გაზომილი ფასდაკლება – VELI.store-ზე თიბისი განაწილებით შოპინგისთვის საუკეთესო ამინდია

15:10 08-27-2025
თეატრ „სახელოსნო 42“-ის შემოდგომის სეზონის წარმდგენია თიბისი კონცეპტი
ახალი ამბები

თეატრ „სახელოსნო 42“-ის შემოდგომის სეზონის წარმდგენია თიბისი კონცეპტი

12:50 08-27-2025
Tasteit- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული
ახალი ამბები

Tasteit- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული

12:40 08-26-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved