რესპუბლიკური კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ კორონავირუსით ინფიცირების 6-ახალ შემთხვევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა მათგანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს:
„რესპუბლიკურ საავადმყოფოში დადასტურებული ექვსი ახალი შემთხვევიდან ერთი კლინიკაში ინფექციური საავადმყოფოდან გადაიყვანეს, ორი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანია და დანარჩენი ცხელების ცენტრიდან შეყვანილი პაციენტია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“
კომენტარები