Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 8 018 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 115 ახალი შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 653 044-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.43%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.49% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.23%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 272 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 633 956-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 792 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 115 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:
⭕ თბილისი – 59
⭕ აჭარა – 3
⭕ იმერეთი – 18
⭕ ქვემო ქართლი – 0
⭕ შიდა ქართლი – 3
⭕ გურია – 9
⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი – 5
⭕ კახეთი – 8
⭕ მცხეთა-მთიანეთი – 0
⭕ სამცხე-ჯავახეთი – 10
⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0
კომენტარები