• რეკლამა
  • კონტაქტი
17:17, პარასკევი, 1 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“21-ე საუკუნეში, ფეკალიები გვახრჩობს ხალხს და გვილპობს სახლებს” – რა ხდება ჩუღურეთის რაიონში?

ალია ავტორი - ალია
15:47 09-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
286

მართალია, ჩუღურეთში აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია მოხდა და ტურისტულ ზონადაც გამოცხადდა, მაგრამ გარდა იმისა, რომ წელს ტურისტი არ გვყავს, ადგილობრივი მოსახლეობა გვიყვება რომ სახლებში გაჩერება შეუძლებელია.

“ალიას” რამდენიმე ეზოს მაცხოვრებლები დაუკავშირდნენ, ქურდიანის და რომის ქუჩებიდან, რომელთა სახლების წინა ფასადი შელამაზებულია და აღმაშენებელზე გამოდის, მაგრამ ეზოებში გასაძლისი მდგომარეობაა.

რომის ქუჩის 7 ნომერ ეზოში საერთოდ აღარ არსებობს კანალიზაციის მილები და ამდენი ოჯახის ფეკალიები და ნარეცხი წყალი, პირდაპირ მიწაში ჩაედინება, როგორც გვიყვებიან, მიწიდან კი, ხან რომელ სარდაფში ადის, ხან რომელ საძირკველში და ხან რომელ ბინაში.

“ეზოები ყარს, გაჩნდა მწერები, თაგვები, ვირთხები, ამ პანდემიის დროს ჩვენ სამმაგი საფრთხის ქვეშ ვართ, ცალკე პანდემია, ცალკე ეს მდგომარეობა – სახლში და ეზოში შეუძლებელი გახდა გაჩერება და მესამე, სულ სველია და ფეკალიებშია საძირკვლები, ისედაც ძველი სახლები დანგრევის პირას მიჰყავთ ხელოვნურად. გამგეობა და მერია გვეუბნება, რომ ამ წლის გეგმაში არ გვქონდა მაგ ეზოს კანალიზაციის პრობლემის მოგვარება და როცა გეგმიურად მოუწევს, მაშინ გავაკეთებთო. როგორ შეიძლება ჯანმრთელობისთვის საშიში პირობები და სახლის დანგრევის საფრთხე იყოს გეგმიური სამუშაო? ფასადის შეღებვას ხომ არ ეხება საქმე გეგმიური რომ იყოს? პირდაპირი გაგებით, ჩვენი და ჩვენი შვილების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ეხება საქმე და საფრთხეა რომ დავრჩეთ ჭერის და სახლის გარეშე ამდენი ოჯახი – ეს გეგმიურია თუ გადაუდებელი და ავარიული? შეიძლება ერთი ეზოს კანალიზაციის პრობლემის გამო, მიმდებარე ეზოებში ათეულობით სახლს შეუქმნა საფრთხე? ასეულობით ადამიანი დატოვო სახიფათო მდგომარეობაში? სად წავიდეთ? მაინცდამაინც ქუჩაში გამოვიდეთ? შეუძლებელია აქ გაჩერება. ხან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიაო, გვეუბნებიან ძველ სახლებე, ხან ტურისტული ზონა გავხადეთო, გვიყვებიან და ფაქტი არის ერთი, ამ ტურისტულ ზონაში, 21-ე საუკუნეში, ფეკალიები ახრჩობს ხალხს და ალპობს სახლებს. ცოტა ხანში იმ ბარებთან და კაფეებთანაც მიაღწევს, რომელიც აღმაშენებელზე აქვთ გახსნილი. მართლა არ გვესმის, როგორ შეიძლება ერთი ეზოს კანალიზაციას გადააყოლო და გააფუჭებინო ამდენი ნაშრომი. ჩვენ ისიც კარგად ვიცით, რომ მერიის გარეშე გამგეობა ვერაფერს წყვეტს, ამიტომ, კონკრეტულად თბილისის მერიისგან ვითხოვთ პასუხს და ვითხოვთ ადგილზე მოვიდნენ მერიის წარმომადგენლები.” – გვიყვება ადგილობრივი მოსახლე, მარიამ გიორგაძე.

ჩუღურეთის გამგეობის ოფიციალური პასუხი:

“ჩუღურეთის გამგეობა გეგმიურად აწარმოებს წითელ ხაზებში მოქცეული შიდა წყალ-კანალიზაციის სისტემის სარემონტო სამუშაოებს, ამ ეტაპზე ჩუღურეთის რაიონის მიმიდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს მწვავედ ავარიული საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია. ჩუღურეთის რაიონის გამგეობა ფამოთქვამს მადყოფნას მიღებული ეკონომიების ხარჯზე, მიმდინარე წელს თქვენ მისამართზე დააფინანსოს წყალ-კანალიზაციის სისტემის შეცვლის სამუშაოები”

“ალია” ესაუბრა გამგეობას, სადაც დაგვიდასტურეს მზაობა და გვითხრეს, რომ თუ დარჩებათ თანხა, ამ შემთხვევაში დადგება მიმდინარე წელს ამ ეზოს პრობლემის მოგვარების საკითხი, თუ არ დარჩებათ თანხა ეკონომიების ხარჯზე, მაშინ მომდევნი წელს გადაწყდება ეზოს პრობლემა.

იმ შემთხვევაში თუ სწრაფად არ მოგვარდა პრობლემა, გაძლებს თუ არა ათეულობით სახლის საძირკველი მომავალ წლამდე რთული სათქმელია.

სწორედ ამიტომ, მოსახლეობა ითხოვს, მერიამ გააგზავნოს ჯგუფი და თავისი თვალით ნახოს, როგორ შეიძლება ამ პრობლემას დაარქვას გეგმიურად მოსაგვარებელი და არა ავარიული.

ალია

თეგები: თბილისის მერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

Flitt პირველი ფინტექ კომპანიაა საქართველოში, რომელმაც Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატი მიიღო – თიბისი
ახალი ამბები

Flitt პირველი ფინტექ კომპანიაა საქართველოში, რომელმაც Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატი მიიღო – თიბისი

17:09 08-01-2025
ელიაობა 2025 – დედოფლისწყაროს მთავარი სახალხო დღესასწაული თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ელიაობა 2025 – დედოფლისწყაროს მთავარი სახალხო დღესასწაული თიბისისთან ერთად

16:33 07-31-2025
გონართროზი – სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა – ვინ მიეკუთვნება რისკ ჯგუფს?
ახალი ამბები

გონართროზი – სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა – ვინ მიეკუთვნება რისკ ჯგუფს?

15:42 07-31-2025
თიბისის Crash კურსები გოგონებისთვის: განათლების პლატფორმა სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის Crash კურსები გოგონებისთვის: განათლების პლატფორმა სტუდენტებისთვის

15:02 07-31-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved