• რეკლამა
  • კონტაქტი
18:14, სამშაბათი, 10 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„5 თებერვალს, გეპატიჟებით ყველას! ყველას! ყველას! პეტრე-პავლეს სასაფლაოზე“- ეკა კუპატაძე

ალია ავტორი - ალია
12:43 02-02-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
686

“გიგა ავალიანის დაბადების დღე არის 5 თებერვალს!
ოჯახი ვიკრიბებით 4 საათზე!
გეპატიჟებით ყველას!
ყველას! ყველას!
მისამართი: პეტრე-პავლეს სასაფლაო!
(საინგილოს ქუჩა;
მშენებარე ეკლესიის მიმდებარედ.)
იცით, რომ მკვლელთა ოჯახების ძალისხმევით, რამდენიმე დღით შეზღუდული მქონდა ფეისბუქის გამოყენება.
აი, როგორი ტოქსიკური თავდაცვითი პოზიცია აქვთ მკვლელთა მშობლებს!
თუმცა, რაღა მშობლებს, ადვოკატი გიორგი გამხიტაშვილი პოსტით გვეკაჩავა და საქმე ქურდულად გაგვირჩია ,,ბნელ ბრბოს”!
სიმართლესაც ვერ დავუკარგავ, 1 თეთრიც არაა ჩემი ფასიო, თავად გვითხრა!..
ორი სიტყვით, მიმდინარე მოვლენებზეც მოგახსენებთ.
მეც მიკვირს პროკურატურის და მკვლელების მშობლების უცნაურად მიყუჩება. თუმცაღა, მოლოდინი დიდი მაქვს….
საქმეში სხვა დამნაშავეებიც იკვეთება და ვიმედოვნებ პასუხისგებაში მისცემენ კიდევ რამდენიმეს! ნუ, ნია იმნაძეს თავისთავად!!!
გამოძიების ინტერსებიდან გამომდინარე, ჯერ, ცოტა ხნით, ისევ შევიკავებ თავს დეტალებზე; თუმცა, რამაც უკვე გაიჟღერა კომენტარებში, დავადასტურებ.
დიახ, საქმეში ფიგურირებს ერთ-ერთი, ყოფილი მინისტრის მოადგილის არასრულწლოვანი შვილიც!!!
ამ პირსისხლიანმა ლაწირაკებმა, მხეცური ჟინი დაიკმაყოფილეს და მომიკლეს ჩემი ინტელიგენტი შვილიკო.
ვფიქრობ, არავის ეპარება ეჭვი, რომ მე არც დედების ჩხავილი თუ თითის ქნევა და არც მამების ცრემლი ან კნავილი, ან თუნდაც ხულიგანი ძმაკაცები შემაჩერებს!
თუ არ დადგა სახელმწიფო სამართალი, დავაყენებ ჩემსას!!!
ახლა კი, მინდა ჩემი გაოცება და მადლიერება გამოვხატო. მე არ მახსოვს, ერთი ოჯახის ტრაგედია ასე გაეთავისებინოს სრულიად საქართველოს და ასე ვაჟკაცურად, სამართლიანად ებრძოლოს სამართლისთვის. მე მომწყვიტეს საზოგადოებას, მაგრამ საზოგადოებას არ შეუწყვიტავს ბრძოლა ჩემთვის!…
მადლობა თითოეულ თქვენგანს!
იცით რა?! გული მისკდება და სულ მეფიქრება, რატომ შექმნა ღმერთმა გიგა ავალიანი, ნამდვილი გენია, მართლაც სრულყოფილება, თუ ასე, ერთ წამში უნდა გაექრო?!
გიგა მართალია არ იყო ორ მეტრიანი, მაგრამ იყო ფიზიკურად ძალიან ძლიერი, აზროვნებდა სხარტად, ჰქონდა მოსწრებული სიტყვა და ვერ გამოიყენა ვერაფერი; ისე ჩუმად მიეპარნენ, წამის მეასედიც არ მისცეს გააზრებისთვის…
…ნუთუ…
ნუთუ, გიგა ავალიანი იყო საჭირო, რომ ჩვენი ერთიანობის ძალა დაგვენახა და შეგვეფასებინა?!?!?!
ღმერთმა სიკეთეში დაგაჭირვოთ ერთმანეთის თანადგომა და იცოდეთ, ერთობას იმაზე დიდი ძალა ქონია, ვიდრე წარმოგიდგენიათ!!!
მე თქვენ მაძლიერებთ!”- წერს სოციალურ ქსელში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ᲗᲘᲑᲘᲡᲘ ᲬᲐᲠᲛᲝᲒᲘᲓᲒᲔᲜᲗ 25-Ე, ᲡᲐᲘᲣᲑᲘᲚᲔᲝ – „ᲥᲝᲚᲒᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ ᲤᲝᲢᲝᲡ”
ახალი ამბები

ᲗᲘᲑᲘᲡᲘ ᲬᲐᲠᲛᲝᲒᲘᲓᲒᲔᲜᲗ 25-Ე, ᲡᲐᲘᲣᲑᲘᲚᲔᲝ – „ᲥᲝᲚᲒᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ ᲤᲝᲢᲝᲡ”

15:20 02-10-2026
სელფი მეცნიერ ქალთა მხარდასაჭერად
ახალი ამბები

სელფი მეცნიერ ქალთა მხარდასაჭერად

12:54 02-10-2026
თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე კვლევა წარადგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე კვლევა წარადგინა

11:32 02-10-2026
სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას
ახალი ამბები

სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას

15:41 02-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved