• რეკლამა
  • კონტაქტი
18:46, ხუთშაბათი, 27 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

5 რჩევა, რომელიც ავეჯის დაუზიანებლად გადატანაში დაგეხმარება

ალია ავტორი - ალია
17:15 11-27-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
SSUCv3H4sIAAAAAAAACpxTS47jIBTcjzR3iFhPJD42tucqrVlgIDFqAhbgtFqt3L0xNjRWspod1PtUvUfx9fvX6QRG5hUHf09f6y3eldaLD44FZU2E4Z8dd9II6Wrk7giFNSCFCtYppmtwZIFPht1kBM2i9Qo/UhD4wMLipa/Y/bSEIJ0Plr9HGOUuCBN3iQDJgJCz9SrMkw3W15mzNaI9ZDrJbj6opKCgnJlEkhrU9UzYURb+Si1nQV7jeAe9eXtv2/2UAztHiCEA9tbbgMuYsAxtzf+rcjv8K8Kv0vDPVdujUu2klmzb8duWCt4/4oZvaYo9iS1C2Wqqu+VMrwmk6jQ7xZW5VmU2TMkRuYzbxQS3SgCoa7N4oK2d2ajX9V9iW5nxiXkfK0TG611HC9pbRWVsSDPsKwEiPkbiIQQ1LW5x11NK+o70oPbWpGKfpChrXGZtmZAraVn4k+soHToMW9SU/RcDllj7E3vy4oucbMsS66v62qElYfhJeDLri5yjb/cEDLd4dtlqopuKsx7nF88CUEvzlzhM38FIiyl+NVmKNTCZZvdn+elRlxL1zzlwgtixQ8Mw7M9XUYJPdo+vjTBGCMKuJyUjEwOM8YC7FqH0N3ZKtY4IBoxG2Ap0prTj56a9DOeBwP4sMKYNkkzSvotVj28AAAD//wMABwezpwwFAAA=

SSUCv3H4sIAAAAAAAACpxTS47jIBTcjzR3iFhPJD42tucqrVlgIDFqAhbgtFqt3L0xNjRWspod1PtUvUfx9fvX6QRG5hUHf09f6y3eldaLD44FZU2E4Z8dd9II6Wrk7giFNSCFCtYppmtwZIFPht1kBM2i9Qo/UhD4wMLipa/Y/bSEIJ0Plr9HGOUuCBN3iQDJgJCz9SrMkw3W15mzNaI9ZDrJbj6opKCgnJlEkhrU9UzYURb+Si1nQV7jeAe9eXtv2/2UAztHiCEA9tbbgMuYsAxtzf+rcjv8K8Kv0vDPVdujUu2klmzb8duWCt4/4oZvaYo9iS1C2Wqqu+VMrwmk6jQ7xZW5VmU2TMkRuYzbxQS3SgCoa7N4oK2d2ajX9V9iW5nxiXkfK0TG611HC9pbRWVsSDPsKwEiPkbiIQQ1LW5x11NK+o70oPbWpGKfpChrXGZtmZAraVn4k+soHToMW9SU/RcDllj7E3vy4oucbMsS66v62qElYfhJeDLri5yjb/cEDLd4dtlqopuKsx7nF88CUEvzlzhM38FIiyl+NVmKNTCZZvdn+elRlxL1zzlwgtixQ8Mw7M9XUYJPdo+vjTBGCMKuJyUjEwOM8YC7FqH0N3ZKtY4IBoxG2Ap0prTj56a9DOeBwP4sMKYNkkzSvotVj28AAAD//wMABwezpwwFAAA=

Facebook-ზე გაზიარება
18

ავეჯის გადატანისას, მთავარია გადაიტანო დაუზიანებლად და კომფორტულად, ამიტომ ყველაზე ხშირი კითხვებია – შეეტევა? დაეტევა? ხომ არ გატყდება?

დიდი ავეჯის კარში გატანა პრობლემაა ხოლმე, მაგრამ კიდევ უფრო დიდი პრობლემაა, დიდი ავეჯის პატარა კარში გატანა. ხალხმა პირამიდები ააშენა და ავეჯი როგორ ვერ უნდა გავიტანოთ, გაიფიქრებ. დავუშვათ 21–ე სართულზე ცხოვრობ და დიდი ზომის ავეჯი გაქვს გასატანი ბინიდან და ან შესატანი ბინაში – მერე რა, 21–ე საუკუნეა და სართულს რა მნიშვნელობა აქვს, მეასე სართულზე ააქვთ ადამიანებს ავეჯი, ამისთვის არსებობს გადამზიდი კომპანიები, არსებობს ტექნიკა, რომლითაც უპრობლემოდ, ნებისმიერ სართულზე აიტანენ ავეჯს და არსებობენ პროფესიონალები, რომლებმაც ზუსტად იციან, დაუზიანებლად როგორ გადაიტანონ თქვენი საყვარელი ნივთები.

მაგრამ დღეს კიდევ უფრო კონკრეტული საკითხით ვარ თქვენამდე მოსული – ძალიან პირდაპირ კითხვას ვუპასუხებ. როგორ გავიტანოთ დიდი ზომის ავეჯი ვიწრო კარებში? 

ზომები

ვიზუალურად ზოგი ავეჯი დიდი ჩანს და ზოგი კარი ვიწრო, თუმცა, შესაძლოა, რეალურად პირიქით იყოს, ამიტომ, პირველს რასაც ვაკეთებთ, ზომების აღებაა. არსებობს თუ არა უფრო მარტივი მეთოდი? – კი, როგორ არა, ზომების აღებაზე რომ არ იწვალო, პირდაპირ წაიღებ ავეჯს კარისკენ,  – გაეტევა, – ხომ კარგი, არ გაეტევა და მიწოლისას დაზიანდება და დიდი საქმე, გადააგდებ, ხომ მაინც გადასაგდებად გინდოდა? – ა, არა? ხო, მაშინ, ზომებს ვიღებთ. არ ჭირდება ავეჯის ყველა ნაწილს გაზომვა, ავეჯის ყველაზე ფართე ნაწილს ვზომავთ. შემდეგ კი კარის სიმაღლეს და სიგანეს, ასევე კარის ჩარჩოს სისქეს, შემდეგ კი, დერეფნების და კუთხეების სიგანეს. 

–თითქმის ერთნაირია, – ამბობს ერთი ჩემი მეგობარი და დივანს და კარს უყურებს „მეტრიანით“ ხელში. 

–თითქმის როგორ?

–3 მილიმეტრითაა მხოლოდ დივანი დიდი. 

და სად წავა ეგ სამი მილიმეტრი? შეიკუმშება? შეიკვეცება? აბა, ჩამოაჭრი? იგივეა ლიტრიანში ლიტრა და 10 მილილიტრის ჩასხმა რომ სცადო და გიკვირდეს რატომ არ ეტევა, ხომ სულ რაღაც 10 მილილიტრითაა მეტიო, – თქვა.

45 და 90 გრადუსიანი კუთხით დახრა, ზოგჯერ პრობლემას სრულად აგვარებს, ამიტომ 45 და 90 გრადუსით გადახრილ მდგომარეობაშიც გაზომე ავეჯი, იქნებ, ეს ზომა მოსახერხებელია გასატანად?

დაშლა

ვიწრო კარი თუ გაქვს და ავეჯი დიდია, ესე იგი, პატარა ზომის ავეჯი უნდა იყიდოო, – ვინც გეტყვის, იმას ნუ დაუჯერებ. ავეჯი იშლება, მინდა გითხრა, ოღონდ, დაშლას სჭირდება ცოდნა. მაგალითად, სამაგრები, შესაძლოა ერთნაირი ზომის არ იყოს, ამიტომ მოხსნილ ნაწილებს ნომრავ, ნომრავ ჩონჩხზეც იმ ადგილს, სადაც ნაწილი მოხსენი და სამაგრებს, ცალკე პაკეტში ათავსებ, ასევე დანომრილში. 

დაშლის პროცესში მნიშვნელოვანია დაიცვა წესრიგი:

დაიწყე ფეხების, ან სხვა წამყვანი ნაწილების მოცილებით. ოღონდ, ჯერ შეამოწმე, ხომ ძვრება და მაგრდება, თუ დაწებებულია, ნუ მოტეხავ. თითქოს, რა უნდა გიყოს პატარა ფეხებმა, მაგრამ, მაგალითად, ჩემი დივანი რომ ამომიტანეს მეექვსე სართულზე, სწორედ, ფეხების მოხსნამ შეაძლებინათ ლიფტით სარგებლობა. 

ნებისმიერი ნაწილი უნდა მოხსნა ისე, რომ შემდეგ დამაგრება შეძლო, თუ ეჭვი შეგეპარება, რომ ვერ შეძლებ, ნუ მოხსნი. თუ მოხსნი, აუცილებლად გაითვალისწინე მონიშვნა, ნუმერაცია.

სარკიანი ნაწილები ფრთხილად შეფუთე მოხსნისთანავე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ფიქრობ, ცალკე შეიტან, ფრთხილად და არაფერი მოუვა. დაზღვეული არასოდეს არავინაა. 

გამოიღე უჯრები – ეს ზომას ვერ შეგიმცირებს, მაგრამ წონის შემცირება ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. 

დაშლა არამხოლოდ ავეჯს იცავს დაზიანებისგან, არამედ ამცირებს ფიზიკურ დატვირთვას გადატანისას. დიდი ზომის ავეჯის გადატანა ორ ადამიანს ძალიან გაუჭირდება, მაგრამ დიდი ზომის, დაშლილი ავეჯის გადატანას, უმეტესად, ორი ადამიანი უპრობლემოდ ახერხებს. 

კუთხე, როგორც მაშველი რგოლი

ერთი შეხედვით კუთხე ცუდია, ხელს გიშლის, ხომ? რეალურად კი, ყველაზე მნიშვნელოვანია კუთხე ავეჯის გადატანისას, კუთხეების სწორად გამოყენება გადამწყვეტია ხოლმე. 

დახრა წინ და ან უკან – ავეჯის გადახრა ზემოთ ან ქვემოთ, საშუალებას გაძლებს ადვილად გავიდეს კარის ჩარჩოში. 

როტაცია – ავეჯის გვერდი, სიგანე, ან კუთხე შეიძლება ოდნავ შემოატრიალო, ისე, რომ შეესაბამებოდეს კარებსა და დერეფნებს. 

ავეჯის შემობრუნების წინ ყოველთვის შეამოწმე ფართი, რათა არ გაიჭედო, როგორც იმ ძველ ქართულ ფულმშია, ჭურში რომ ჩავიდა და უკან ვეღარ ამოვიდა, სადაც ჩადიხარ ყველაფრიდან ვერ ამოდიხარ და რაც წინ ტრიალდება, ყველაფერი უკან აღარ ტრიალდება. 

არ დაგავიწყდეს – იმისთვის რომ არ დაგიზიანდეს ავეჯი, ან სახლის კედლები, როცა კუთხეების ხარჯზე ცდილობ მის გატანას კარში, გამოიყენე დამცავი საშუალებები. რაკი პროფესიონალები არ გამოგიძახებია, გამოიყენე ის საშუალებები რაც სახლში გაქვს – საბანი, ბალიში.

აღჭურვილობა

ვიწრო კარში ავეჯის შესატანად თუ გამოსატანად, დამხმარე აღჭურვილობებია საჭირო. თუ შენ გადამზიდი კომპანიის თანამშრომელი არ ხარ და არ გაქვს პროფესიული აღჭურვილობა, გამოიყენე ის, რაც სახლშია.

როგორც ზემოთ დავწერე, ავეჯი რომ არ დააზიანო და ან კედლები, რბილი ქსოვილები უნდა გამოიყენო. 

ბადე, ბადის მსგავსი მტკიცე, გამძლე ქსოვილიც საჭიროა. მასზე სხვადასხვა სახის ავეჯის მოთავსება შეიძლება, რათა რამდენიმე ადამიანმა მოკიდოს ხელი უპრობლემოდ.

გამოიყენე მტკიცე ნაჭერი, ხალიჩის მსგავსი, რომელიც ერთგვარი გასასრიალებელის როლს შეასრულებს. 

კაბელები, თოკები – მძიმე ავეჯის გადატანა მათი დახმარებით ბევრად მარტივდება. 

სქელი ხელთათმანები, რათა თითები არ გეტკინოს გადატანისას. 

გამოიყენე ნებისმიერი რამ, რაც არ დააზიანებს ავეჯს და გაგიადვილებს უკეთ მოკიდო ხელი, სახელურის ეფექტი რომ ჰქონდეს. 

დამხმარე საშუალებების გარეშე ავეჯის გადატანას მეტი ფიზიკური ძალა სჭირდება, ეს კი ზრდის ავეჯის, კედლების, კარის დაზიანების რისკს და ადამიანების ტრამვების ალბათობას.

მთავარი შეცდომა:

–მარტო ვმუშაობ და… – დიახ, ესაა მთავარი შეცდომა, დაუშვებელი. ავეჯი უმეტესად მძიმეა, უმეტესად რამდენიმე კუთხე აქვს, დაზიანების რისკი ძალიან მაღალია. დაიხმარე მეგობრები, მეზობლები. 

ორი ან სამი ადამიანი დააბალანსებს სიმძიმეს და სტაბილურობას ავეჯის კარში გატანისას. 

მინიმუმამდე შემცირდება კიდურების, ზურგის, მხრების დაზიანების ალბათობა.

თითოეული ადამიანი ხედავს საკუთარი პოზიციიდან მხოლოდ, შესაბამისად, მარტო თუ ცდილობ ავეჯის გადატანას, მხოლოდ ერთი პოზიციიდან ხედავ სივრცეს და კოორდინაცია თითქმის შეუძლებელია. 

თუ ავეჯიანად მოულოდნელად მაინც გაიჭედები, რამდენიმე ადამიანი ერთად უფრო მარტივად მოახერხებს ვითარების გამოსწორებას და ბოლოს და ბოლოს, სამაშველო სამსახურში მაინც დარეკავს ვინმე.

და ერთი პრაქტიკული რჩევა – ყოველთვის წინასწარ დააზუსტე პოზიცია, ვინ სად უნდა იდგეს და რა უნდა გააკეთოს, როცა ყველა დეტალს გაითვალისწინებ, მხოლოდ მაშინ დაიწყე გადატანა. 

ხოლო თუ მაინც მიხვდი, რომ ვერ მოახერხებ დამოუკიდებლად გატანას, ან ისეთი ავეჯი გაქვს, რომელიც არ იშლება, ან იშლება, მაგრამ კარი მაინც ისეთი ვიწროა, ვერ გაგაქვს – იძახებ პროფესიონალთა გუნდს. ავეჯის გადაზიდვა უნდა ანდო მხოლოდ პროფესიონალთა გუნდს, კარგი რეკომენდაციით, ამისთვის კი მხოლოდ ერთი ბმული უნდა დაიმახსოვრო, აქ არაერთი განცხადება და ნამდვილად შეძლებ ბიუჯეტურად დაიქირაო პროფესიონალები.

ჩემს მეგობარს სჭირდებოდა ძალიან დიდი ზომის საყვავილე და მის კარში ის ზომა არ შეეტეოდა, საყვავილე არ დაიშლება, ცხადია, შესაბამისად, ორი ვარიანტი იყო, ან პროფესიონალ გადამზიდთა გუნდი და ამწე კალათა დაექირავებია, ან კომპანიისთვის ეთხოვა და დამატებითი თანხის შესაბამისად, მისივე სახლში გამოეძერწა ხელოსანს დიდი ზომის ქოთანი. რთული გზა აირჩია, რათა პროცესითაც დამტკბარიყო.

შესაძლებლობების საუკუნეა, რა შეიძლება ადამიანმა მოინდომოს და ვერ მოახერხოს? ახლა კი არა, საუკუნეების წინ, პირამიდები ააშენეს ადამიანებმა და 21–ე საუკუნეში დიდი ზომის ავეჯი ვერ შეგვიტანია ვიწრო კარში? 

ათი მკითხველიდან ერთი მაინც თუ გაიფიქრებს ახლა, რატომ ვიწრო კარში, მოდი, კარი გავაფართოვოთო, მხოლოდ გამეხარდება, რადგან პრობლემის შესაძლებლობად გამოყენება სწორედ ეგაა. კარის შესასცვლელადაც არ მოგიწევს შორს წასვლა, იგივე საიტზე, კარის მონტაჟის პროფესიონალთა განცხადებებსაც ნახავ. მაგრამ სამწუხაროდ, როგორც მანქანათა რაოდენობა იზრდება ქალაქებში, ასეთივე სისწრაფით იზრდება ავეჯის ზომა და წონა და კარის შეცვლა, არ გაზღვევს. 

ერთადერთი რაც გაზღვევს, პროფესიონალთა გუნდია. თუმცა, თუ შენ რისკი გიყვარს, ადრენალინის მოზღვავება გსურს არა პარაშუტით ხტომისას, არამედ მაინცდამაინც ავეჯის გადატანისას – აგერ „ბურთები“ რჩევების სახით და მიდი, სცადე. 

თუ გაიჭედო არა, თუ მაინც გაიჭედო არა, გატეხვას ნუ იჩქარებ, ჯერ პროფესიონალთა გუნდს დაურეკე, იქნებ, ახერხებენ დაშლას, შენს ამოყვანას „ჭურიდან“ და შემდეგ კი ავეჯის უსაფრთხოდ გადაზიდვას. 

(R)

თეგები: ავეჯის გადაზიდვაავეჯის გადაზიდვის სერვისიდიდი ავეჯის გადაზიდვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება
ახალი ამბები

ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება

18:18 11-27-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი“ გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი“ გაიმართება

17:36 11-27-2025
5 რჩევა, რომელიც ავეჯის დაუზიანებლად გადატანაში დაგეხმარება
ახალი ამბები

5 რჩევა, რომელიც ავეჯის დაუზიანებლად გადატანაში დაგეხმარება

17:15 11-27-2025
6 საშიში შეცდომა, რომელსაც ამწე კალათაზე უშვებენ
ახალი ამბები

6 საშიში შეცდომა, რომელსაც ამწე კალათაზე უშვებენ

15:26 11-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved