• რეკლამა
  • კონტაქტი
22:30, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

5 ივლისი იყო ძალადობის დღე, თუმცა ჩვენ იმაზეც ვსაუბრობთ, აქვს თუ არა ამას რაღაც​ პრეისტორიები – პირველი არხის დირექტორი

ალია ავტორი - ალია
15:07 07-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
71

საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა:

„დღეს არის ძალიან რთული დღე, ძალიან რთული კვირა იყო მთელი ქვეყნისთვის. არ მიყვარს ხოლმე მთელი საზოგადოების სახელით საუბარი, არ მგონია სწორი, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს წარმოვადგენ. თუმცა, უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ 5 ივლისი იყო ძალადობის დღე, ნამდვილად ტრაგიკული დღე მთელი საზოგადოებისთვის. ამ შემთხვევაში, მგონია, ყველა უნდა იყოს სოლიდარული და ამაზე თუ არ შევთანხმდებით, ყველაფერ დანარჩენზე ძალიან გაგვიჭირდება საუბარი, როგორც საზოგადოებას.

ის, რომ ძალადობა არა მხოლოდ სიტყვიერად არის დასაგმობი, არამედ შემდეგ უნდა მოჰყვეს ამას შედეგები, ბევრი ვისაუბრეთ სხვადასხვა ფორმატით, რა უნდა იყოს ამის გაგრძელება, რა უნდა იყოს ამის პასუხისმგებლობაში მიცემა და ისეთი პასუხისმგებლობა, რომელიც არ არის ფარატინა, რომლის უკან რეალური პასუხისმგებლობა დგას. რამდენიც უნდა ვთქვათ, რომ საზოგადოებაში განსხვავებული აზრი არსებობს, მგონია, რომ ძალადობაზე, ცემაზე, გალახვასა და სიკვდილზე, ყველა უნდა შევთანხმდეთ და თუ არ ვთანხმდებით, რაღაც გადაკვეთის წერტილი აქ მაინც უნდა ვიპოვოთ. არ მგონია, ყოველ შემთხვევაში, მინდა მჯეროდეს, რომ არ შეიძლება მოიძებნოს ადამიანი, ვისაც მოსწონს ძალადობა, დაპატიმრება, ხელის გადაგრეხვა და ძალადობის ნებისმიერი ფორმა. ეს არის კონტექსტი ერთი მხრივ, თუმცა ჩვენ იმაზეც ვსაუბრობთ, აქვს თუ არა ამას რაღაც​ პრეისტორიები და შემდეგ როგორია ამ ყველაფრის გაგრძელება.

ჩვენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით, ხშირად ამაზე ვსაუბრობთ. ჩვენზე მოთხოვნაც ეს არის, სად არის ჩვენი როლი და ფუნქცია. სახელმწიფოს როლს და ფუნქციას ჩვენ ვერ ვიკისრებთ, არ მგონია, რომ ამის მოლოდინი ფუჭად უნდა გავაჩინოთ, თუმცა გარკვეულწილად, პასუხისმგებლობა, რომელსაც სხვებს ვთხოვთ, მაგალითად, რესპონდენტებს ვთხოვთ, ვუსვამთ ხოლმე ხშირად კითხვას, სად არის პასუხისმგებლობა, ჩვენც, საკუთარ თავზე ალბათ ბევრი უნდა ვისაუბროთ. ამისთვის ვართ შეკრებილი, რომ კონკრეტულ თემებზე ვისაუბროთ, რას ვაპირებთ ხვალ“

თეგები: თინათინ ბერძენიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved